ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთხოვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდელმთავრებს მიმართავს და ვაქცინაციის პროცესში “გვერდში დადგომას” სთხოვს.
მისი თქმით, ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.
“გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ”, – განაცახადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
_______________________________
● კერძო სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი” ამბობს, რომ მარტის ბოლოს ასტრაზენეკას შემოიტანს და დაზღვეულებს აცრის
● ფეისბუკ-ჯგუფები, როგორც ჯანდაცვის სისტემის ალტერნატივა? VIDEO
● რა არის ცნობილი კორონავირუსის ვაქცინებზე, დაამარცხებენ თუ არა ისინი პანდემიას და როდის?
_________________________________
საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით ასტრაენეკას ვაქცინის 43,200 დოზა 13 მარტს მიიღო. ვაქცინა AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული. უშუალოდ ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო.
ეს ვაქცინის პირველი პარტიაა, რომელიც ქვეყანამ მიიღო.
აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაეხმარა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შერჩეულია ის 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.