აფხაზეთი ხარჯებს ამცირებს - მომავალ წელს საჯრო მოხელეებისთვის მანქანებს აღარ იყიდიან
ეკონომიკური კრიზისი და პანდემია აიძულებს აფხაზეთის მთავრობას ხარჯები შეამციროს. მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობამ უარი თქვა ახალი კომპანიის მანქანების შეძენაზე.
მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში სამსახურებრივი მანქანების შეძენის მუხლი საერთოდ აღარ იქნება. გარდა ამისა, საგრძნობლად შემცირდება საოფისე ავეჯის და საწვავისა და საპოხი მასალების ხარჯები.
• მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ
მთავრობის კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრების სახით ითვალისწინებს შემოსავლებს 10.6 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 130 მილიონი დოლარი) და ხარჯებს 10.7 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 140 მილიონი დოლარი) ოდენობით.
ბიუჯეტის შემოსავლები მიმდინარე წელთან შედარებით 503 მილიონი რუბლით (დაახლოებით 6,3 მილიონი აშშ დოლარით) გაიზრდება. ამასთან, აფხაზეთის საკუთარი შემოსავლები 254 მილიონი რუბლით შემცირდება, ხოლო სხვაობა ხარჯებსა და შემოსავლებს შორის – 757 მილიონი რუბლი (დაახლოებით 9,5 მილიონი აშშ დოლარი) რუსეთის ფინანსური დახმარების გაზრდის ხარჯზე დაიფარება.
ფინანსთა მინისტრის ვლადიმირ დელბას განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილში პრიორიტეტად რჩება თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების ხარჯები, მასშტაბური ხარჯები გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემისთვის.
”ჯანდაცვის სისტემის ხაზით მიმდინარე წელს მოქმედი პროგრამები სრულად არის შენარჩუნებული მომავალი ფინანსური წლისთვის. გარდა ამისა, დაიწყება ახალი პროგრამა მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავად მომავალი წლისთვის 40 მილიონი რუბლის (500 ათასი დოლარის) ოდენობით ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე ისაა, რომ მოგების გადასახადიდან შეწმოსავლის 100% ადგილობრვი ბიუჯეტებში მოხვდება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო