აფეთქებები ბრიუსელში
ბრიუსელში აფეთქებებს 30–მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 80–ზე მეტი.
ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება დღეს დილით მოხდა.რამდენიმე საათში აფეთქების ხმა გაისმა მეტროს ერთ–ერთ სადგურშიც.
ბელგიის მთავარმა პროკურატურამ ბრიუსელში მომხდარს ტერაქტების კვალიფიკაცია მიანიჭა.
დახურულია ბრიუსელის აეროპორტი. დროებით შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ბრიუსელში მდებარე ნატო-ს შტაბბინაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. სწორედ ამის გამო, ევროკავშირსა და ევროსაბჭოში დღეს დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო.
გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში. საფრანგეთში, გერმანიაში და ევროპის მიმდებარე ქალაქებში, ბელგიის საზღვარზე.
ადგილობრივი მედია დაშავებულთა და გარდაცვლილთა სხვადასხვა მონაცემებს აქვეყნებს
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟან ჟამბონმა აღნიშნა, რომ ბელგიაში ტერორიზზმის საფრთხის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა. სავარაუდოდ, ეს იმით არის გამოწვეულია, რომ აფეთქებამდე არაბულ ენაზე საუბარი ისმოდა.
ოთხი დღით ადრე ბრიუსელში დააპატიმრეს ადამიანი, რომელსაც პარიზზე განხორციელებულ ტერორისტულ შეტევაში მონაწილეობა ედება ბრალად. აღნიშნულ შემთხვევას მაშინ 130 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოქვეყნებულია:22.03.2016