საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევაა და 37 გარდაცვლილი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3473 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა 37 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 342.
მძიმე პაციენტია 633, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 ადამიანი.
სულ საქართველოში დადასტურებულია 73 154 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 636
გამოჯანმრთელებული – 55 511
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 17 007
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია:
დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა
იმერეთი – 513,
აჭარა – 448,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287,
ქვემო ქართლი – 190,
შიდა ქართლი – 175,
მცხეთა-მთიანეთი – 119,
კახეთი – 98,
სამცხე-ჯავახეთი – 72,
გურია – 55,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.