აფხაზეთში პრეზიდენტმა საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფის მეთვალყურედ უშიშროების ოფიცერი დანიშნა
აფხაზეთის მთავარ კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატის მეთვალყურედ სპეცსამსახურის თანამშრომელი დააყენეს. ამისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტი ასლან ბჟანია პირადად მივიდა.
კომპიუტერული ტომოგრაფიის ოთახში შესულმა მან ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს განუცხადა, რომ ამიერიდან მათ მუშაობაში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაეხმარებათ. მედდის გაკვირვებულ კითხვას, თუ რით დაეხმარება, პრეზიდენტმა უპასუხა: “რომ არავინ შეგიშალოთ ხელი“.
- საფეხმავლო ხიდმა რუსეთის საზღვართან აფხაზეთი ააფორიაქა
- აფხაზეთი ხარჯებს ამცირებს – მომავალ წელს საჯრო მოხელეებისთვის მანქანებს აღარ იყიდიან
სხვა განმარტება მას არ გაუკეთებია. რამდენიმე დღით ადრე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფია მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება პანდემიის დასრულებამდე. ალბათ ესაა კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში სპეცისამსახურის თანამშრომლის მიყვანის მიზეზი.
პრეზიდენტის საავადმყოფოში ვიზიტის ამსახველი სამოყვარულო ვიდეო სამშაბათს, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ის ორი კვირით ადრე იყო გადაღებული.
სხვათა შორის, სპეცსამსახურის თანამშრომლის მიყვანამ კლინიკაში რაიმე შედეგი ვერ გამოიღო, რადგან როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, მივლენილი თანამშრომელი მოულოდნელად კორონავირუსით დაავადდა.
დღეისთვის აფხაზეთში კორონავირუსის 4772 შემთხვევაა გამოვლენილი, 55 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2929.