კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ნამდვილი ვაქცინა?
მსოფლიოში წამლების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა – კორპორაცია Pfizer-მა განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაცვას 90%-ით უზრუნველყოფს.
ვაქცინამ წარმატებით გაიარა გამოცდა მსოფლიოს 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე. გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
ახალი ვაქცინის მოქმედების მექანიზმის იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილს ადამიანს უნერგავენ, რის შემდეგაც COVID-19-სადმი იმუნიტეტი ზრდას იწყებს.
ახლა Pfizer-ი ხელისუფლებას სთხოვს, გამოიყენოს რეგისტრაციის საგანგებო პროცედურა. საერთაშორისო მედია ვარაუდობს, რომ ეს უკვე ნოემბერში მოხდება.
საფონდო ბირჟებზე Pfizer-ს დაუჯერეს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი, საშუალოდ 8 პროცენტით გაიზარდა.