აფხაზეთმა კორონავირუსის მორიგი რეკორდი დაამყარა - დღეში 63 შემთხვევა
გასულ კვირადღეს აფხაზეთმა COVID-19-ით ინფიცირებულთა დღეში გამოვლენილი რაოდენობით ერთი კვირის წინანდელი “რეკორდი გააუმჯობესა” – ამ მაჩვენებელმა 63 ადამიანს მიაღწია.
21 ოქტომბრისთვის აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი ათასს უახლოვდება – 939 ადამიანი. აქედან 255 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა.
•აფხაზეთი: რატომ არ სურთ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა
ეპიდემიის გამო, სოხუმის №1 სკოლა ორი კვირით დაიხურა. ამ სკოლაში კორონავირუსით 50 – ზე მეტი ბავშვი დაავადდა, ერთი მასწავლებელი კი გარდაიცვალა.
ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ 5 ოქტომბრიდან აფხაზეთში შემზღუდავი ზომები აღდგება, რომლებიც 1 აგვისტოს გაუქმდა. ამასთან, სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ნაწილი ზომების დაუყოვნებლივ შემოღებას მოითხოვს.
ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთიდან Sputnik V ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას განცხადებით, აფხაზეთმა რუსეთს ვაქცინა ჯერჯერობთ “ზეპირი” ფორმით სთხოვა. რადგან “ვაქცინის კვლევის მესამე ეტაპი არ დასრულებულა და ამიტომ ის რუსეთშიც ჯერ კიდევ არ არის ფართო გამოყენებაში”. აფხაზეთში დაახლოებით 15-20 ათასი დოზა ვაქცინის მიღების იმედი აქვთ.