აზერბაიჯანის მოქალაქეები 66 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით მსოფლიოს 66 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება. გასულ წელს ასეთი 63 ქვეყანა იყო. ანუ, აზერბაიჯანმა „პასპორტების ინდექსის“ განახლებული რეიტინგში ზევით აიწია. კომპანია Henley & Partners, 104-დან 74-ე ადგილი დაიკავა.
პასპორტების ინდექსი – გადაადგილების თავისუფლების დონის მიხედვით ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგია, რასაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს სთავაზობენ.
აზერბაიჯანული პასპორტი საქართველოში, თურქეთში, ირანში, დსთ-ს ყველა ქვეყანაში, ასევე ალბანეთში, მონტენეგროში, მალიზიასა და კიდევ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში უვიზო რეჟიმით ჩასვლის საშუალებას იძლევა. ზოგიერთ სახელმწიფოში ვიზა საერთოდ არ არის საჭირო, ზოგან კი ვიზას ჩასვლის შემდეგ აფორმებენ – მისი მიღება წინასწარ საჭირო არ არის.
მაგალითად, ახლა აზერბაიჯანელებს ვიზის მიღება შეუძლიათ ადგილზევე, ბენინში, სირიაში ან შრი-ლანკაში ჩასვლისთანავე.
ამასთან ერთად, უვიზო რეჟიმი ზოგიერთ ქვეყანასთან – მაგალითად, პალესტინასთან – შეწყდა.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები ყველაზე ხშირად ირანში მიემგზავრებიან. მეორე ადგილზეა – საქართველო.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 114 ქვეყანაზე ვრცელდება (51-ე ადგილი ინდექსში). სომხეთს ამ რეიტინგში 68-ე ადგილი უკავია. რეგიონის ლიდერი გახდა რუსეთი, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ 119 ქვეყანაში უშვებენ.