15 ახალი შემთხვევა - COVID-19-ით 130 ადამიანია დაავადებული საქართველოში
2 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 26 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირების ბოლო ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც საქართველოში მშობლებთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოვიდა. აქამდე ის კარანტინში იმყოფებოდა. ექიმების თქმით, ის თავს კარგად გრძნობს.
კორონავირუსი დაუდგინდა ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალიდან გადმოყვანილ 50 წლის ქალს, რომელიც მანამდე რუსეთში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული 37 ადამიანი მკურნალობს.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.