108-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
31 მარტის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 20 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით დაინფიცირების ბოლო ახალი შემთხვევეა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება. ეპიდემიოლოგები ამჟამად იმ ადამიანების სიას ადგენენ, ვისთანაც ინფიცირებულს ახლო კონტაქტები ჰქონდა.
კორონავირუსით დაინფიცირდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანიც, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ ადამიანთან მუშაობდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალიდან გადაყვანილ 50 წლის ქალს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.