კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტია მოთავსებული.
“გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, საიდანაც 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან კორონავირუსით დაინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის,” – განაცხადა ეზუგბაიამ.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის საავადმყოფოდან გუშინ, 16 მარტს გაწერეს.
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება
• დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება ჩერდება
• 14 მარტიდან საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმოსვლას წყვეტს
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა