ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო „აჭარა ტექსტილია.“
პირბადეების პირველ პარტიას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში და ასევე, რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი პარტია იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება აქვს მაღალი რისკის კატეგორიასთან.
საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს თავისი გამოყენების ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა თურნავამ.
“აჭარა ტექსტილი” პირველ ეტაპზე მრავალჯერადი გამოყენების 500 000 ცალ პირბადეს დაამზადებს და მას სახელმწიფოს უფასოდ გადასცემს.