საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
ახლად დაინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ პირებს კავშირი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებთან, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
17 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 19 პაციენტს. ამ ეტაპზე მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81.