მომწამვლელმა ბოლმა ქალაქი იმდენად მოიცვა, რომ ვლადიკავკაზის ბევრი მაცხოვრებელი სასწრაფოდ ქალაქიდან გავიდა." />

ხანძარი ვლადიკავკაზის საწარმოში — ამბობს თუ არა ხელისუფლება სიმართლეს?

მომწამვლელმა ბოლმა ქალაქი იმდენად მოიცვა, რომ ვლადიკავკაზის ბევრი მაცხოვრებელი სასწრაფოდ ქალაქიდან გავიდა.

ჩრდილოეთი ოსეთის უმსხვილეს საწარმოში ხანძარი გაჩნდა. დეტალები და შედეგები – ონლაინ-პორატალ  „კავკაზსკი უზელის“   ინფორმაციის მიხედვით.

რა მოხდა

კვირას, 21 ოქტომბერს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზის ქარხანაში „ელექტროცინკი“ ხანძარი მოხდა. აალების მოცულობა – 4,5 ათასი კვადრატული მეტრია.

ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ შუა დღეს მოხერხდა. ერთ-ერთი მეხანძრე დაიღუპა, სამი დაზიანდა.

მომწამვლელმა ბოლმა ქალაქი იმდენად მოიცვა, რომ ვლადიკავკაზის ბევრი მაცხოვრებელი სასწრაფოდ ქალაქიდან გავიდა.

ხანძარი მოხდა ახალ საამქროში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ არის აშენებული. მომხდარის მიზეზის შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ არსებობს.

რა არის „ელექტროცინკი“

„ელექტროცინკი“ – ჩრდილოეთ ოსეთში ფერადი მეტალურგიის უმსხვილესი საწარმოა, ის რუსეთში, სიმძლავრის მიხედვით, რიგით მეორეა, და ცნობილია თავისი ცინკის, ტყვიის, კადმიუმისა და გოგორდმჟავას წარმოებით.

საწარმოს მფლობელია – ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანია.

ხელისუფლების რეაქცია

ჩრდილოეთი ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმი ალან თიბილოვი, ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ვლადიკავკაზში „ელექტროცინკში მომხდარი ხანძრის შემდეგ აღინიშნა ნახშირბადის მონოქსიდისა და შეჩერებული ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციების მცირე გადაჭარბება.

ჩრდილოეთი ოსეთის მეთაურმა ვიაჩესლავ ბიტაროვმა, თავის მხრივ, მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ქალაქიდან გასვლისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ „ჭორები იმის თაობაზე, თითქოს ქალაქიდან გაქცევაა საჭირო, ეს არის ხალხის აფორიაქებისა და მოსახლეობაში ნერვული ვითარების შექმნის მიზნით გავრცელებული პროვოკაცია“

საზოგადოების რეაქცია

სოციალური ქსელები შეშინებული და აღშფოთებული ადამიანების კომენტარებით გაივსო სახასიათო ციტატა:

„ხელისუფლების და პირადად ვიაჩესლავ ბიტაროვის  საჯარო რეაქცია დღევანდელ მოვლენასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ძალიან სუსტია. იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ქალაქიდან გარბიან, რესპუბლიკის ყველა მაცხოვრებელს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლება მათ მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერი გასაგები არ არის – არც ხანძრის მიზეზები, არც გამონაბოლქვის შესაძლო საფრთხე, არც მისი შედეგები.

ასეთ მომენტში არ არის საჭირო არც „პოლიტიკურ პროვოკაციებზე“ ლაპარაკი, და არც სხვა რამეზე – გარდა „ელექტროცინკისა“. ეს კი არ გვსმენია“, – დაწერა 21 ოქტომბერს საღამოს ალან ცხუბაევმა, ჩრდილოეთი ოსეთის ლიტერატურული ჟურნალის „დარიალის“ მთავარმა რედაქტორმა.


ასევე წაიკითხეთ