ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა აგვერიოს ალტერნატიული სიახლეები დეზინფორმაციაში" />

ყოფილი ჩეხი ბარმენის ფეიკ-სიახლეების იმპერია

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა აგვერიოს ალტერნატიული სიახლეები დეზინფორმაციაში

 Сoda story -ის მასალა

როგორ შექმნა ბუდეიოვიცელმა ყოფილმა ბარმენმა მედია-იმპერია, რომელიც თავიდან პროტესტანტი სტუდენტების შესახებ რეპორტაჟებს აქვეყნებდა, შემდეგ კი „სპუტნიკის“ ტრანსლირება, შეთქმულების თეორიების სიახლეებად და გამოძიებებად გასაღება და უკრაინის ფაშიზმში დადანაშაულება დაიწყო.

ბუდეიოვიცელი ონდრჟეი გერშლი ლუდის ბარში ბარმენად მუშაობდა, რაც ლეგენდარული ლუდსახარშების ქალაქში არცთუ იშვიათი პროფესიაა. გერშლი ლუდს ასხამდა, უსმენდა, თუ როგორ კამათობდნენ სტუმრები პოლიტიკაზე და ამ საუბარში სერიოზული მონაწილეობის მიღება მოუნდა. მან მისივე მსგავსი „სიახლეების ნარკომანებისთვის“ ვებგვერდი დააარსა, ახლა კი, წლების შემდეგ ის ალტერნატიული სიახლეების ყველაზე პოპულარული და წინააღმდეგობრივი ვებგვერდების მფლობელია.

ახლანდელი მედია საზოგადოებისგან სიახლეებს ხშირად მალავს. ჩვენ პასუხებს ვიძლევით“, – წერია გამოცემა  AC24 -ის ფეისბუკის გვერდზე ვებგვერდის შესახებ განყოფილებაში. ეს გამოცემა გერშლის იმპერიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

• როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს რეგიონებში, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ

• ეშინია თუ არა ევროპას რუსული პროპაგანდის?

C ჰეპატიტი საქართველოში – მოხერხდება თუ არა უჩინარი  მკვლელის დამარცხება?

ონდრჟეის თქმით, მისი წარმატებული კარიერა მედიაში შედგა – ეს კარგი საქმიანი გუმანის, ხარჯების შესამცირებლად სხვების სიახლეთა გადამღერების და აქცენტის სენსაციაზე გაკეთების შედეგია. 2019 წლის იანვარში  AC24-ს შეეძლო მილიონი მნახველით მოეწონებინა თავი: 10-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნისთვის ბრწყინვალე შედეგია. AC24 -ს ფეისბუკზე ასი ათასზე მეტი ხელის მომწერი ჰყავს. ბოლო ორი წელიწადია, გერშლი მზარდი შემოსავლის შესახებ აცხადებს.

თუმცა, მედიაიმპერატორის მოწინააღმდეგეებს უფრო პესიმისტური შეხედულება აქვთ. მათ AC24-ის პოპულარობა საშიშ სიგნალად მიაჩნიათ. თანამედროვე სეგმენტირებულ მედიასამყაროში ამ ვებგვერდის ისტორია ოდესღაც მარგინალური გამოცემის შესახებ მეტყველებს.

პროპაგანდირებულმა ალტერნატიულმა მოსაზრებებმა, შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და აგრესიული დეზინფორმაციის ფაბრიკად იქცეს.

ჩეხური არაკომერციული ანალიტიკური ცენტრი „ევროპული ფასეულობები“ 2016 წლის აპრილში AC24-ის შესახებ წერდა: „ვებგვერდი იყენებს რამდენიმე მანიპულაციურ ტექნიკას – შეგნებული დეზინფორმაციით დაწყებული, შეთქმულების თეორიების სერიოზულ ახალ ამბებად გასაღების ჩათვლით“. Kospiratori.sk, ჩეხური და სლოვაკური ვებგვერდების მონაცემთა საჯარო ბაზა, რომელიც დეზინფორმაციით არის დაკავებული, AC24-ს კრემლის რუპორს უწოდებს. ამ წლის 13 თებერვალს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ათი სტატიიდან სამი რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ჩეხურ ვერსიას ეყრდნობოდა.

AC24-ს ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი მხოლოდ 150 000-მა ხმამ გადაწყვიტა. მოქმედი პოპულისტი პრეზიდენტის მილოშ ზემანის ინიციატივით, ჩატარდა რეფერენდუმები ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირსა და ნატოში – ორ კავშირში –  მონაწილეობის თაობაზე, რასაც ვებ-გვერდი AC24 დაბეჯითებით აკრიტიკებს.

გერშლის თქმით, მას მისია აკისრია – საზოგადოების აფორიაქება. და, რასაკვირველია, ფულის  შოვნაც. სკაიპით გამართულ ინტერვიუში მან თქვა, რომ არანაირ პოლიტიკურ მოძრაობასთან ან პარტიასთან არ არის კავშირში; ასევე, არც რომელიმე იდეოლოგიის მიმდევარია. ის ამბობს, რომ სენსაციური და ალტერნატიული სიახლეების ბაზარზე, რაზეც ჩეხებს დიდი მოთხოვნა აქვთ, უბრალოდ ფულს შოულობს.

და ის აღიარებს, რომ AC24-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ამოწმებს. „იცით, ჩვენი ვებ-გვერდი სულაც არ არის ყველაზე მართალი და ნდობას არ იმსახურებს, – ამბობს გერშლი, – უბრალოდ, არ გვინდა, რომ ჩვენი მკითხველები ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროზე იყვნენ დამოკიდებულები. მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციები ერთმანეთს შეადარონ.“

გერშლმა თავისი მედიაბიზნესი დაიწყო 2011 წელს, როდესაც ჩეხები, სხვა ევროპელების მსგავსად, არაბული გაზაფხულის რევოლუციებითა და Occupy Wall Street-ის მოძრაობით იყვნენ გატაცებულები.

მან თავისი პირველი ვებ-გვერდი ამ და ზოგიერთ იმ სხვა მოძრაობაზე მსჯელობისთვის გახსნა, რომლებიც, მისი თქმით, ტრადიციული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით არასაკმარისად კარგად შუქდებოდა. როგორც თავად ამბობს,  AC24-ს ადრეული ვერსიები „ჰარდკორულ პოლიტიკურ ნარკომანებს“ იზიდავდა, და არცთუ ბევრ მოწონებას იმსახურებდა.  

შემდეგ გერშლმა კიდევ ორი ადამიანი დაიქირავა და გამოუშვა ჟურნალი „სოზნანიე“, ვრცელი ჟურნალისტური ტექსტებისა და ესეების პლატფორმა. გამოცემის დევიზი იყო „ჟურნალი მათთვის, ვისაც ჭეშმარიტი თავისუფლება სურს“. გერშლი ჰყვება, რომ მის მიზანს საზოგადოების გაღვიძება წარმოადგენდა.

ჩეხი ჟურნალისტი იან ცემპერი, აქტივისტი და ვებ-გვერდ Manipulatori.cz-ს მთავარი რედაქტორი, რომელიც სხვა გამოცემებში „ფეიკების“ გამოვლენას ეწეოდა, AC24-ს დაფუძნების მომენტიდან თვალ-ყურს ადევნებდა. ის გერშლს Occupy-ს მიტინგზე შეხვდა, და ყურადღებით აკვირდებოდა, თუ როგორ მიზანსწრაფულად იცვლებოდა ყოფილი ბარმენის პირმშო.

„თავიდან ისინი მომიტინგეების მოთხოვნებს აქვეყნებდნენ, – ჰყვება ცემპერი, – მათ ხმის უფლება მისცეს ყველა იმ სტუდენტურ მოძრაობს, რომლებიც სისტემის გაუმჯობესებას ცდილობდნენ.“

AC24-ის კონტენტის შეცვლა 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს დაიწყო. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები კონფლიქტს წარმოადგენდნენ, როგორც უკრაინაში მზარდი ფაშიზმის შედეგს  – ეს კრემლის ჩინოვნიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეზისია.

ცემპერი ამბობს, რომ სტატიების ტონი დასავლური ინსტიტუტებისა და ფასეულობების მიმართ ღიად მტრული გახდა. „მათ დასავლური დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს შეუტიეს“, – ამბობს აქტივისტი.  

AC24 იქცა ვებ-გვერდად, რომელზეც ყველზე მარტივად ნახავთ ნატოს, ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას; და ის უცხოეთიდან ფინანსდება. გარდა ამისა, AC24 ამერიკისა და სხვა ბაზრებისთვის დამახასიათებელი საგამომცემლო ტრენდების კალაპოტში მოქმედებს. ისტორიები იქ მცირე მოცულობის გახდა, და ხშირად მათ ვიდეო ახლავს.

გერშლის თქმით, მისი ონლაინ ბიზნესი უფრო შემოსავლიანია, ვიდრე ჟურნალი. „ოსოზნანოსტის“ ბოლო გამოცემა 2016 წლის მაისში გამოქვეყნდა.

„ჩვენ ბევრი გრძელი ტექსტი გვქონდა, მაგრამ ამას აღარავინ კითხულობს. გადავწყვიტე, ფული რაღაც სხვაში ჩამედო, – ამბობს გერშლი, – რაღაც ისეთში, რაშიც, საქმიანი ენით რომ ვთქვათ, მეტი დამატებითი ღირებულებაა“.

ახლა ვებ-გვერდ AC24-ისთვის დამახასიათებელი გამოქვეყნებული ისტორია ხუთ აბზაცზე მეტისგან არ შედგება, და არსებობს ისეთ თემებზე აქცენტი, რასაც მთელი ევროპის მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსები კრიტიკულ მუქარად მიიჩნევენ: იმიგრაციით დაწყებული, ისლამის საშინელებებამდე.

„აშშ იშლება, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, ან „ბილ გეითსი და გლობალური ელიტები საკუთარი შვილების აცრაზე უარს ამბობენ, და ამის მიზეზები არსებობს“  – მსგავსი მყვირალა სათაურები ვებ-გვერდზე ურიცხვ სარეკლამო ბანერს შორის ჩნდება. ამავდროულად გერშლი ამბობს, რომ მისი შემოსავალი იზრდება. 2015 წელს AC24-მა 100 000 ჩეხური კრონი (დაახლოებით 4000 დოლარი) გამოიმუშავა. 2017 წელს შემოსავალი 11-ჯერ – 1,1 მილიონ ჩეხურ კრონამდე გაიზარდა.

გერშლი არ ეთანხმება ცემპერის მსგავს კრიტიკოსებს, რომლებიც მას ყალბი სიახლეების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ის ამბობს, რომ AC24 მანამდე იმუშავებს, ვიდრე მას შემოსავალი მოაქვს. „ჩვენ უბრალოდ მედიაინდუსტრიაში არსებულ ცვლილებებს ვერგებით“, – ამბობს გერშლი. „ვიდრე ადამიანებს ამგვარი ინფორმაცია სჭირდებათ, ჩვენ მათ მას მივცემთ.“

ფილიპ ბროკეში – დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტია. ის 2018 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. წარმოშობით პრაღიდანაა. ფილიპი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მთელ რიგ სერიოზულ გამოცემებში აშუქებს.


ასევე წაიკითხეთ