1 new update

სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 26-30 ოქტომბერი, 2026

  • პარასკევი, 30 ოქტომბერი, საქართველო. ალან ბერსე: საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდეს

  • პარასკევი, 30 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. ილჰამ ალიევი ანკარაში თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტს არ დაესწრება, მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის პირადი მიწვევისა

  • პარასკევი, 30 ოქტომბერი, სომხეთი. დეპუტატების დაპირისპირება პარლამენტის ისტორიაში ყველაზე სკანდალურ ინციდენტად ფასდება

  • ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, საქართველო. 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

  • ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი Meydan TV-ის მთავარი რედაქტორის, აინურ ელგიუნეშის გათავისუფლებას მოითხოვს - მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება

  • ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, სომხეთი. პარლამენტმა აშშ-სთან სატრანზიტო პროექტის, „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, საქართველო. „მითების დეტექტორმა“ ხელისუფლების მხარდამჭერი ყალბი ანგარიშების ახალი ქსელი გამოავლინა

  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. სახელმწიფო ღალატის ბრალდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, რამიზ მეჰტიევს, 14 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, სომხეთი. ნიდერლანდები სომხეთსა და აზერბაიჯანს პირველი და მეორე ყარაბაღის ომების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაში ფინანსურად დაეხმარება

  • სამშაბათი, 27 ოქტომბერი, საქართველო. საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს მმართველი პარტიის სარჩელის განხილვას, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს

  • სამშაბათი, 27 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაპირისპირება გამწვავდა აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების ფაქტობრივი აკრძალვის გამო

  • სამშაბათი, 27 ოქტომბერი, სომხეთი. ნიკოლ ფაშინიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე: „მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, გარედან მართულ ჯაშუშურ ძალებს ბოლო მოეღო“

  • ორშაბათი, 26 ოქტომბერი, საქართველო. ოპოზიციური პარტიების ალიანსმა მასშტაბური აქცია გამართა და საპროტესტო კამპანია დაიწყო, რომლის კულმინაციაც 28 ნოემბერს გაიმართება

  • ორშაბათი, 26 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. ბაქოში FIFA U-15-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი და საფეხბურთო ფესტივალი იმართება

  • ორშაბათი, 26 ოქტომბერი, სომხეთი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ათი რეგიონის 21 თემში გაიმართა

  • სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები.მიმოხილვა 19-24 ოქტომბერი, 2026