წელს უკვე მილიონზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, და მაინც, ეს გასული წლის მაჩვენებელზე ნაკლებია " />

სომხეთში საჭესთან ტელეფონის გამოყენების გამო ავარიების რაოდენობამ იმატა

წელს უკვე მილიონზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა, და მაინც, ეს გასული წლის მაჩვენებელზე ნაკლებია

სომხეთში მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს ნაკლებად არღვევენ. 2018 წლის 10 თვის განმავლობაში სომეხმა მძღოლებმა საგზაო მოძრაობის წესები 1 მილიონ 394-ზე მეტჯერ დაარღვიეს. და მაინც, ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 200 ათასით ნაკლებია. ამავდროულად, სომხეთის პოლიცია ამ მაჩვენებლის შემცირებას იმითაც ხსნის, რომ მათი თანამშრომლები ხშირად ზეპირსიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

ყველაზე ხშირი დარღვევები

დარღვევათა ლომის წილი – თითქმის 80 პროცენტი – გზებზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

ყველაზე გავრცელებულ დარღვევებს შორისაა:

  • სიჩქარის გადაჭარბება;
  • შეუკრავი ღვედი;
  • მანქანით მოძრაობის დროს ტელეფონის გამოყენება.

სმარტფონები სულ უფრო ხშირად ხდება საგზაო შემთხვევების მიზეზი. ბევრ მძღოლს საჭესთან ჯდომისას არამხოლოდ საუბარი და მიმოწერა აქვს გამართული, არამედ ვიდეორგოლებსაც უყურებენ, რის შედეგადაც კონცენტრაციას კარგავენ.

სომხეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების შეტანა ისევ შესაძლებელია

სომხეთში ამიერიდან უცხოურნომრებიანი მანქანების მძღოლებს დააჯარიმებენ 

ავტობიზნესის ყველაზე პოპულარული სქემა

შემთხვევების სტატისტიკა და დაზარალებულთა რაოდენობა

2018 წლის 10 თვის განმავლობაში დაახლოებით 5 ათასი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღინიშნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე 2017 წლის დროის იმავე მონაკვეთში. პოლიციელებს მიაჩნიათ, რომ ეს ავტომობილების რაოდენობის ზრდით არის განპირობებული.

ავარიების შედეგად 2018 წელს 273 ადამიანი დაიღუპა, ზიანი ოთხ ათასზე მეტ ადამიანს მიადგა.

როგორ აპირებს სომხეთის პოლიცია დამრღვევებთან ბრძოლას?

სომხეთში აპირებენ, რომ მძღოლებს ქულებით შეფასების სისტემა დანერგონ. თითოეული მძღოლი წლიურად დაახლოებით 9 ქულას მიიღებს. მოძრაობის წესების თითოეული დარღვევის დროს ქულები გამოიქვითება. თუ ზუსტად რამდენი, ეს დარღვევის სახეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე სერიოზული დარღვევისთვის ერთბაშად 4 ქულის დაკარგვაა შესაძლებელი. როდესაც ქულები გამოილევა, მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა.

სომხეთის პოლიციაში მიაჩნიათ, რომ საჯარიმო ქულების ახალი სისტემა გზებზე მდგომარეობას გააუმჯობესებს.


ასევე წაიკითხეთ