თუმცა, წლის განმავლობაში მათ საჭის მდებარეობა უნდა გადააკეთონ " />

სომეხი ავტომოყვარულები ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანას შეძლებენ

თუმცა, წლის განმავლობაში მათ საჭის მდებარეობა უნდა გადააკეთონ

სომხეთის ხელისუფლება ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოტანის უფლებას გასცემს. ამ პროექტის ინიციატორია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  სამინისტრო.

რას ითვალისწინებს პროექტი

მანქანების შემოტანის შემდეგ ამ ავტომობილების მფლობელებმა ერთი წლის განმავლობაში საჭის მდებარეობა უნდა შეცვალონ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების მრავალრიცხოვანი საჩივრისა და თხოვნის გამო მიიღეს.

 „შევეცადეთ, გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მოგვენახა. მთავრობის გადაწყვეტილება უკვე მზადაა. ამგვარად ჩვენ პრობლემის გადაჭრის გამარტივებას ვცდილობთ, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, თავიანთი მანქანების შემოტანა შეძლონ“, – განაცხადა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აკოპ არშაკიანმა.

 ზოგიერთ ავტომოყვარულს ადრეც შეუცვლია საკუთარი მანქანისთვის საჭის მდებარეობა. და არშაკიანის აზრით, სერტიფიცირებულ სპეციალისტებს ამის ხარისხიანად გაკეთება ახლაც შეუძლიათ.

მარჯვენა საჭესთან დამშვიდობება?

საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანები აიკრძალა

როდის და რატომ აკრძალეს სომხეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი

ყველაფერი დაიწყო 2017 წლის გაზაფხულზე, როდესაც ხელისუფლება წინადადებით გამოვიდა, რომ 2018 წლის პირველი აპრილიდან დროებით აეკრძალათ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოტანა, მომავალში კი – მათი გამოყენებაც. დაშვებული იყო მხოლოდ 2018 წლის პირველ აპრილამდე შემოტანილი მანქანების გამოყენება.

მძღოლები სთავაზობდნენ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოტანის აკრძალვა ნაწილობრივი ყოფილიყო, თუმცა ამ წლის დასაწყისში ხელისუფლებამ საბოლოოდ სრულად აკრძალა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი.

ხელისუფლებას საკუთარ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების დაცვის მოტივით ხსნიდა – სომხეთში მანქანების მოძრაობა მარცხენასაჭიანი მანქანებისთვისაა გათვალისწინებული.

მარჯვენასაჭიანი მანქანების მოყვარულები ირწმუნებოდნენ, რომ საგზაო პოლიცია ავარიებში მარჯვენასაჭიანი მანქანების „ბრალეულობის“ სტატისტიკას არ ფლობს. ამავდროულად, მარჯვენასაჭიანი მანქანები ძირითადად იაპონური წარმოშობისაა და თან მნიშვნელოვნად უფრო იაფია.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში 32 ათასი მარჯვენასაჭიანი მანქანა არსებობს. თუმცა, აქტივისტები, რომლებიც მუდმივად მარჯვენასაჭიანი მანქანების მართვის უფლებისთვის იბრძოდნენ, ირწმუნებიან, რომ რეალურად ამ მანქანების რაოდენობა  თითქმის ასი ათასია.


ასევე წაიკითხეთ