მომავალი მოწვევის პარლამენტში კიდევ ორი ძალა გავიდა: პარტიები „აყვავებული“ და „განათლებული სომხეთი“" />

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება

მომავალი მოწვევის პარლამენტში კიდევ ორი ძალა გავიდა: პარტიები „აყვავებული“ და „განათლებული სომხეთი“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. დილით არჩევნების შედეგების სრული სურათი დაიხატა. სომხეთის პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა გავიდა.

შედეგები

ყველა ბიულეტენის დამუშავების შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“. მან ხმათა 70,44 მიიღო.

მეორე ადგილზე 8,27%-იანი შედეგით ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ გავიდა.

გამსვლელი 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა პარტიამ „განათლებული სომხეთი“ (დაახლოებით 6,37%). ყოფილი მმართველი „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ ამ შედეგთან ახლოს იყო (4,70%), თუმცა გამსვლელი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

(სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას „დაშნაკცუტიუნს“ არცთუ ცუდი შედეგი ჰქონდა (3,89%).

არჩევნების დანარჩენმა მონაწილეებმა ხმათა ორ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

პოსტრევოლუციური სომხეთი 9 დეკემბერს ახალი პარლამენტის არჩევისთვის ემზადება

რა უნდა ვიცოდეთ სომხეთში საარჩევნო რეფორმის შესახებ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ

სასამართლომ სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

ინტერვიუ სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერის ცოლთან ანა აკოპიანთან

როგორ ნაწილდება ხმები პარლამენტში?

ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმათა 50%-ს დააგროვებს, სადეპუტატო მანდატების 54%-ით საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას შეძლებს.

სომხეთის ეროვნულ საკრებულოში დეპუტატების მინიმალური რაოდენობაა – 101, წინა მოწვევის პარლამენტში მათი რიცხვი 105-ს შეადგენდა.

კანონმდებლობის თანახმად, თუკი პირველ ადგილზე გასული პარტია ხმათა 70%-ზე მეტს დააგროვებს, ის სადეპუტატო მანდატების 2/3 -ზე მეტს მაინც ვერ მიიღებს. დანარჩენი 30% იმ ძალებს შორის გადანაწილდება, რომლებიც გამსვლელ ბარიერს გადალახავენ. კანონი ასევე ამბობს, რომ ის ძალა, რომელიც მესამე ადგილს დაიკავებს, ბარიერის არგადალახვის შემთხვევაშიც, პარლამენტში მაინც მოხვდება.

პარტიებისთვის გამსვლელ ბარიერად დადგენილია  5%, ბლოკებისთვის – 7%.

არჩევნების მონაწილეები

საპარლამენტო არჩევნებში ორი ბლოკი მონაწილეობს

  • „ჩემი ნაბიჯი“
  •  „ჩვენ“

ასევე 9 პარტია:

  •   „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ (ყოფილი მმართველი პარტია)
  •   „აყვავებული სომხეთი“
  •   „ეროვნული პროგრესი“
  •   „ქრისტიანულ-სახალხო აღორძინება“
  •   „სასნა ცრერი“ (სასუნელი შლეგები)
  •   „ორინაც ერკირ“ („კანონიერების ქვეყანა“)
  •   სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი
  •   „განათლებული სომხეთი“
  •   სოციალ-დემოკრატიული პარტია „მოქალაქის გადაწყვეტილება“.

                                  ჟურნალისტები და დამკვირვებლები

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს 70 ადგილობრივი და 32 უცხოური მედია აშუქებს.

არჩევნების მიმდინარეობას ასევე აკვირდება 8 საერთაშორისო და 22 ადგილობრივი ორგანიზაცია. სომხეთში დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები ჩავიდნენ.

ფავორიტები

სოციოლოგიური გამოკითხვები და ექსპერტთა კვლევები ცხადყოფს, რომ არჩევნების აშკარა ფავორიტია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი.

სხვადასხვა პროგნოზების მიხედვით, სომხეთის „ხავერდოვანი“ რევოლუციის ლიდერის გუნდი ხმათა 60-%-დან 80%-მდე დაგროვებას შეძლებს. ექსპერტების აზრით,მეორე ადგილისთვის ბრძოლა პარტიებს – „აყვავებულ სომხეთსა“ და „განათლებულ სომხეთს შორის“ გაიმართება.

არჩევნებში მონაწილეობს „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“, რომელიც სულ ახლახან, გაზაფხულის რევოლუციამდე მმართველი პარტია იყო. რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა შედეგების მიღწევას შეძლებს ეს პარტია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს „რესპუბლიკელები“ თავიანთ ამომრჩველთან მასობრივ შეხვედრებს არ მართავდნენ. ისინი ჟურნალისტებთან შეხვედრებით, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობით და ვიდეორგოლების გავრცელებით შემოიფარგლებოდნენ.


ასევე წაიკითხეთ