„ეს ჯერჯერობით ჩვენი მთავრობის ბიუჯეტი არ არის, არამედ ყოფილი მთავრობის ბიუჯეტის აჩრდილია“, - აღიარებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი" />

სომხეთის პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

„ეს ჯერჯერობით ჩვენი მთავრობის ბიუჯეტი არ არის, არამედ ყოფილი მთავრობის ბიუჯეტის აჩრდილია“, - აღიარებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ეროვნული საკრებულოს დეპუტატებმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს. ეს არის პირველი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც სომხეთის „რევოლუციური“ მთავრობის მიერ არის ფორმირებული.

მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები

„სომხეთის რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტის“ კანონპროექტს მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი, ორმა თავი შეიკავა.

სახელმწიფოს ბიუჯეტის მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს ყოფილი მმართველი „სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. ერთ-ერთმა მათგანმა, ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა თავისი მიდგომა ასე განმარტა:

 „ფრაქციამ „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც მე წარმოვადგენ, განაცხადა, რომ ხმას ამ პროექტის სასარგებლოდ მისცემდა, და მე ამ აზრს ვიღებ. თუმცა, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით, კერძოდ კი იმის, რომ ეს რეგრესული ბიუჯეტია, და არა ინერციული, მე ხმას მის წინააღმდეგ მივცემ“.

პროექტის წინააღმდეგ აზრი გამოთქვეს ასევე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა არპინე ოვანესიანმა და განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა არმენ აშოტიანმა.

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი მეოთხედით გაიზარდა

რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 100 დღის განმავლობაში

რას წარმოადგენს 2019 წლის ბიუჯეტი

სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური მოცულობა 2019 წლისთვის შეადგენს 1 ტრილიონ 533 მილიარდ დრამს (3 მილიარდ 160 ათასი დოლარი). ხარჯების მოცულობა – მეტია, და დეფიციტი 151 მილიარდ დრამს (311 მილიონი დოლარი) შეადგენს.

ახალ ბიუჯეტში, წინასთან შედარებით, 20 პროცენტზე მეტით გაიზრდება თავდაცვის ხარჯები. სამხედრო საჭიროებებისთვის 530 მილიონი დოლარი გამოიყოფა. სომხეთის ფინანსთა მინისტრი ატომ ჯანჯუგაზიანი ადრე ჰყვებოდა, თუ როგორ უნდა განაწილდეს სახსრები:

 „ხარჯების სტრუქტურაში ხვედრითი წონის ძირითადი წილი სოციალურ და კულტურულ სფეროებზე მოდის – 44%. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში არსებული საკითხების გადასაწყვეტად დაგეგმილია ხარჯების დაახლოებით 24 პროცენტის გამოყენება. ეკონომიკის რეალური სექტორისთავის დაახლოებით 12,3 პროცენტს გამოიყენებენ, ხოლო სახელმწიფო ვალის მომსახურება – 10 პროცენტი. 3,2% , დოტაციის სახით,  სათემო ბიუჯეტებს გამოეყოფათ. სახელმწიფო დავალიანება დაახლოებით 50 პროცენტით დასტაბილდება, და ის წელს 50,4 პროცენტს შეადგენს, იმდენივეს მომავალ 2019 წელს.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სომხეთში ეკონომიკური ზრდა 2019 წელს  4,9%-ს შეადგენს, ინფლაცია კი – 2,7%-ს.

როგორი გამოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტი

ხელისუფლებისა და ექსპერტების საერთო აზრით, სომხეთის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი „ინერციული“ და „ფრთხილი“ გამოვიდა. თავად პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანიც თანახმაა, რომ დოკუმენტი წინა ხელისუფლების ლოგიკის ჩარჩოებშია ჩამოყალიბებული:

„მე ამ ბიუჯეტს ვაფასებ როგორც ინერციულს. ეს ჯერჯერობით ჩვენი ხელისუფლების ბიუჯეტი არ არის, არამედ წინა მთავრობის ბიუჯეტის აჩრდილია“.

საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევათა ეროვნული ცენტრის ექსპერტმა არმენ კტოიანმა განმარტა:

 „მე ამ ბიუჯეტს წესიერს დავარქმევ, რადგან მასში პატიოსნად არის დაფიქსირებული ის, რომ ჩვენ ჯერ არ მოგვიხდენია ძველი სისტემიდან ახალზე გადასვლა“.

ეკონომისტი ატომ მარგარიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სრულად ასახავს იმ სიტუაციას, რაც ახლა სომხეთში შეინიშნება:

„ეს არის კონსერვატიული, სიტუაციური ბიუჯეტი. თუმცა, ის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას გულისხმობს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ