ეს ეკონომიკის ზრდას და იარაღის შესაძენად რუსეთისგან მოსალოდნელი სესხის მიღებას უკავშირდება" />

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 25 პროცენტით გაიზარდა

ეს ეკონომიკის ზრდას და იარაღის შესაძენად რუსეთისგან მოსალოდნელი სესხის მიღებას უკავშირდება

2019 წელს სომხეთის ხელისუფლება თავდაცვის სფეროსთვის დაახლოებით 647 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს, წლევანდელთან შედარებით, მეოთხედით მეტია. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე წელია, რაც თავდაცვის ბიუჯეტი ორნიშნა ციფრებით იზრდება. 2018 წელს მან 518 მილიონი დოლარი შეადგინა, 2017 წელთან შედარებით – 17%-ით მეტი.

რას უკავშირდება ეს

1.

სამხედრო ბიუჯეტის ზრდა ნაწილობრივ სომხეთის ეკონომიკის ზრდით არის განპირობებული. 2018 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი  6,5%-ით გაიზარდა, წელს ხუთპროცენტიანი ზრდა იგეგმება. თანაც 2019 წელს თავდაცვას მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5% მოხმარდება. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში, სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს არ აჭარბებს.

2.

სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამალებული შეიარაღების ზრდას უკავშირდება. ორი ქვეყნის ჯარების გამყოფ ზოლზე არსებული სიტუაცია სტაბილურად მოუსვენარია.  საქმე ღია კონფლიქტამდე და მასშტაბურ დაპირისპირებამდე არ მიდის, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა.

3.

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა შესაძლოა რუსეთის მორიგ სესხს უკავშირდებოდეს. ის, შეიძლება, სომხეთს იარაღის ახალი პარტიის შესაძენად გამოეყოს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ ერევანსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში 100 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ფიგურირებს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ეს  იარაღის შესაძენად გამოყოფილი უკვე მესამე რუსული სესხი იქნება. ბოლო ხანს სომხეთმა მთლიანობაში უკვე 300 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი მიიღო.

როგორ შეიარაღებას ყიდულობს სომხეთი რუსეთისგან

სომხეთი ცდილობს, რომ რუსეთისგან თანამედროვე იარაღი შეიძინოს. კერძოდ, ერევანმა უკვე მიიღო ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“, და „სმერჩის“ სარაკეტო სისტემები.

პრესა ასევე იუწყება, რომ მესამე კრედიტით სომხეთს შეუძლია  СУ-30СМ-ის ტიპის გამანადგურებლები შეიძინოს. შესაძლოა, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა სწორედ გამანადგურებელი ავიაციის შექმნის მისწრაფებით იყოს გამოწვეული.

შესაძლებელია თუ არა გამყოფ ზოლზე დაძაბულობის შემცირება

რამდენიმე დღის წინათ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეთანხმდნენ, რომ გამყოფ ზოლზე დაძაბულობა შემცირდეს, და გამყოფ ზოლზე ინციდენტების აღასკვეთად ნაბიჯები გადადგან.

ვებგვერდზე ასევე ნახავთ: კიდევ რაზე შეთანხმდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის  პრეზიდენტი

დაიცავენ თუ არა მხარეები მიღწეულ შეთანხმებებს და რა ხარისხით, ჯერჯერობით გაუგებარია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ