ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მომხრეებს პარლამენტში კენჭისყრის დროს ერთი ხმა დააკლადათ" />

სომხეთის საარჩევნო კოდექსში ახალი მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებების მიღება ჩავარდა

ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მომხრეებს პარლამენტში კენჭისყრის დროს ერთი ხმა დააკლადათ

სომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა მორიგ სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ქვეყნის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს. ახალ საარჩევნო კოდექსს ხმა მისცა 62 დეპუტატმა, თუმცა აუცილებელი იყო 63 ხმა.

მცდელობა ნომერი ორი

ეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის უკვე მეორე მცდელობა იყო. პირველ შემთხვევაში, ცვლილებებს მხარი 56-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახლახან ცვლილებების მიღებას წარსულში მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად არის შემუშავებული, და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების ჩატარების ახალ პრინციპებთან შეგუების დრო არ ექნებათ.

• პირველი მცდელობის ჩაშლის წვრილმანებისა და სომხეთში პოლიტიკური კრიზისის შესახებ 

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა არმენ აშოტიანმა დღეს განაცხადა, რომ ეროვნულმა საკრებულომ ზეწოლას გაუძლო და ცვლილებების წინააღმდეგ გამოთქვა აზრი:

 „ვფიქრობ, ნიკოლ ფაშინიანი ძალიან უნდა ემადლიერებოდეს რესპუბლიკურ პარტიას იმის გამო, რომ მან პრინციპულობა გამოავლინა, და არ დაუშვა, რომ სომხეთში, რომელიც ევროსაბჭოს წევრია, საარჩევნო კოდექსში ასეთი ნაჩქარევი გარდაქმნები ხდებოდეს. საარჩევნო კოდექსში არჩევნებამდე 42 დღით ადრე ასეთი კორექტული გარდაქმნების განხორციელება სომხეთსა და დემოკრატიას ათი წლით უკან დახევდა“.

რას გულისხმობდა ცვლილებები?

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორია ფრაქცია „ელკი“, რომელსაც რევოლუციამდე ნიკოლ ფაშინიანი ედგა სათავეში. ცვლილებები გულისხმობდა სარეიტინგო სისტემაზე უარის თქმას და უბრალო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სომხეთის მედია წერდა, რომ სწორედ ეს შესწორება არ მოსწონდათ ყველაზე მეტად ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებს და მათ მომხრეებს.

საქმე ისაა, რომ სწორედ ამ სარეიტინგო, ტერიტორიული სიებით აღმოჩნდნენ ახლანდელი მოწვევის პარლამენტში რეგიონიდან ჩამოსული ოდიოზური ფიგურები. თავიანთი გავლენისა და ფულის წყალობით, მათ საკუთარი პარტიისთვის ათასობით ხმის მოგროვება შეძლეს, და მანდატები მიიღეს. ეს სისტემა პარლამენტში ოლიგარქებისა და „ავტორიტეტების“ მოხვედრის არხად მიიჩნეოდა.

ნიკოლ ფაშინიანი და ფრაქცია „ელკის“ წევრები ვარაუდობენ, რომ სომხეთში ადამიანები ხმას ტრადიციულად „ნაცნობს“ ან იმ ადამიანს აძლევენ, ვინც „დაეხმარათ“. ამიტომ, ისინი ამგვარ მიდგომის შესაძლებლობაზე უარის თქმის სთავაზობდნენ.

მთლიანობაში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მომავალში პარლამენტში ბალანსის უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული.

მოქმედი კოდექსის თანახმად, ამომრჩევლები ხმას არამხოლოდ პარტიებს მისცემენ, არამედ საარჩევნო ოლქების ცალკეულ დეპუტატებსაც.

შესწორებები ასევე გააუქმებდა შეზღუდვას კოალიციების შექმნაზე და მათი შექმნის ვადას 6-დან 10 დღემდე გაზრდიდა.

• ყველა დეტალი იმ ცვლილებების შესახებ, რის შეტანასაც საარჩევნო კოდექსში სთავაზობდნენ 

მნიშვნელოვან ცვლილებად უნდა ქცეულიყო საარჩევნო ბარიერის 5%-დან  4%-მდე დაწევა პარტიებისთვის, და 7%-დან 6%-მდე – ბლოკებისთვის.

სთავაზობდნენ ასევე პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობის 30%-მდე გაზრდას, ახლანდელი 20%-ის ნაცვლად.

რას ნიშნავს ახალ საარჩევნო კოდექსზე უარის თქმა

ეს ნიშნავს, რომ მომავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ფრაქცია „ელკის“ დეპუტატმა ალენ სიმონიანმა უკვე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მესამე მცდელობას უაზრობად მიიჩნევს. ამავდროულად, მან მკაცრად გააკრიტიკა ის დეპუტატები, რომლებიც ცვლილებებს ბლოკავენ:

 „არ მინდა ფრაქციები დავადანაშაულო, მაგრამ ეს საბოტაჟია. მათ ყველა ღონე იხმარეს, რომ ეს კოდექსი არ გასულიყო, მაგრამ ჩვენ არჩევნებზე ძველი საარჩევნო კოდექსით წავალთ, და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ის მათ.“


ასევე წაიკითხეთ