სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ სამივე შესაძლოა მოწამვლის მსხვერპლი გამხდარიყო" />

აფხაზური ოპოზიციის ლიდერთან ერთად, საავადმყოფოში მისი დაცვის წევრებიც მოათავსეს

სოციალურ ქსელებში ამბობენ, რომ სამივე შესაძლოა მოწამვლის მსხვერპლი გამხდარიყო

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას მოულოდნელი მძიმე ავადმყოფობის ფონზე, მოვლენების განვითარება გრძელდება. ის მოსკოვში, საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში 19 აპრილს მოათავსეს. ახლა კი უკვე რეანიმაციაში გადაიყვანეს მისი პირადი დაცვის ორი წევრი.

2019 წლის 21 ივლისს დანიშნული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ოპოზიციონერმა ასლან ბჟანიამ თავი შეუძლოდ თვითმფრინავში იგრძნო, როდესაც მოსკოვიდან სოჭში მიემგზავრებოდა. თვითმფრინავი დაჯდა და ბჟანია მაშინვე უკან, მოსკოვში, სხვა თვითმფრინავით დააბრუნეს და იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა მოწამვლის ვერსია. თუმცა, შემდეგ, მოვიდა ინფორმაცია, რომ მას პნევმონიის მძიმე ფორმა დაუდგინდა. ახლა ბჟანია მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ორივე პირად მცველს, რომლებიც საავადმყოფოში 23 აპრილს მოხვდნენ, იგივენაირი სიმპტომები აქვთ. ჯერჯერობით მათ გამოკვლევები უტარდებათ.

 მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

• ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში

სოციალურ ქსელებში დისკუსიაა გაჩაღებული და ბევრი აყენებს ეჭვქვეშ ოფიციალურ დიაგნოზს. მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციონერი და მისი პირადი დაცვის წევრები მოწამვლის მსხვერპლი გახდნენ.

სახასიათო კომენტარები:

„თუკი ეს თავდასხმაა – მაშინ, შესაძლოა, ისინი სხვადასხვა დროს იმის გამო გამხდარიყვნენ ცუდად, რომ სხვადასხვანაირი იმუნური სისტემა აქვთ. ანდაც, დოზირება იყო განსხვავებული“;

„როგორი გატეხილი და გაფანტულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია, ის მაინც მისი ლიდერია და, შესაბამისად, შესაძლოა ხელი შეეშალა როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის, ისე ხელისუფლებისა და კრემლის კაბინეტებისთვის. მე შემიძლია სამი დავასახელო, ვინც კონკურენციას უწევს გარკვეულ საკითხებში“.

ასლან ბჟანია აპირებდა, მონაწილეობა მიეღო 2019 წლის 21 ივლისს დანიშნულ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

წინა ჯერზე, 2014 წელს, მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 32 პროცენტი დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ახლანდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შემდეგ.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ