„ერთგული მხარდამჭერები“ - ანუ კრედიტორები, რომლებიც არჩევნებში დებენ ფულს, როგორც ძალიან მომგებიან ბიზნესში " />

მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

„ერთგული მხარდამჭერები“ - ანუ კრედიტორები, რომლებიც არჩევნებში დებენ ფულს, როგორც ძალიან მომგებიან ბიზნესში

2019 წლის ივლისში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე დიდი დრო არ დარჩა. უკვე გასაგებია, რომ პროცესში ჩართული არცერთი პოლიტიკური ძალა არ მოითხოვს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ვადამდელ გადადგომას და არც არჩევნების უფრო ახლოს გადმოწევას.

მთავარი სავარძლის ზოგიერთი პოტენციური კანდიდატის ულევი ენერგია, აფხაზეთის მომავალზე ფილოსოფიურ მსჯელობაში გადაიზარდა, რომელიც ზოგიერთ ადგილას გამყარებულია რეფორმის კონკრეტული გეგმით.

• რით განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?

პოტენციალში, არცერთ პრეტენდენტს არ აქვს ხმების დაბლოკვისათვის საკმარისი რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელი ამომრჩევლის ძირითად ნაწილს ე.წ. პროტესტანტი ელექტორატი წარმოადგენს – უნდა გვესმოდეს, რომ იმედგაცრუებულ მოსახლეობას მხოლოდ ხალხზე მოფიქრალი მოაზროვნის გამომეტყველებით ვერ დაარწმუნებ. ხალხი კონკრეტიკას ელოდება.

„მე ვიცი, როგორ ვაქციო აფხაზეთი შვეიცარიად, ამირჩიეთ – და ჩვენ იქ ვიცხოვრებთ“ – ეს მეთოდი, რომელიც ყველა წინა არჩევნებზე მუშაობდა, უკვე უპერსპექტივოა.

• ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლესთან, ანა აკოპიანთან

არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი „რეფორმის კონკრეტული გეგმა“ ცალკეული კანდიდატების სულიდან მოდიოდეს, რწმენით, რომ, როგორც კი მას ხალხი მომდევნო ოთხი წლით ქვეყნის მართვას ჩააბარებს – ის მაშინვე, წინასწარ დაანონსებული გეგმის მიხედვით შეუდგება მასშტაბურ გარდაქმნებს. აფხაზეთი უპირობო კრიზისშია.

თუმცა, ყველა ეს გადამწყვეტი მოქმედება ხელისუფლების სტარტიდანვე განწირული იქნება. პრობლემა იმაშია, რომ თვითონ სისტემა, რომელიც შენ გირჩევს, მომართულია მხოლოდ ერთ შედეგზე – წვდომა გქონდეს ფულზე.

• არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი “დაზვერვის პროექტის” გარშემო გრძელდება

ეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არის პრეზიდენტის სავარძლის მსურველთა რიცხვი იმხელა, რომ ცალკე ცნობარი შეიძლება გამოქვეყნდეს. მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი რიგები მცირდება, რამდენადაც პროცესთან გამკლავების უფლების საკუთარი თავისთვის მიცემა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა დიდი ფული და ადამიანები.

ფული

სხვადასხვა გამოთვლით, იმისათვის, რომ რეალურად იბრძოლო გამარჯვებისთვის აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის რბოლაში, აუცილებელია, როგორც მინიმუმ, 3-4 მილიონი დოლარი.

ჩემს მახსოვრობაში, აფხაზეთის არჩევნების ისტორიაში ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საპრეზიდენტო რბოლაში მხოლოდ საკუთარი ფულით მონაწილეობდა (სხვა საკითხია, რომ ყველანაირი წარმატების გარეშე), ცნობილი ბიზნესმენი, ბესლან ბუთბა იყო.

დანარჩენები იყენებდნენ გვერდიდან მოზიდულ თანხებს, რომლის წარმომავლობის არათუ შემოწმება, არამედ მის შესახებ კითხვის დასმაც კი რცხვენოდა საარჩევნო კომისიას.

აფხაზეთში ასეთი ტრადიცია არ არსებობს. და ახლაც ამ მიმართულებით აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება – საარჩევნო ფონდის შევსების საიდუმლო შვეიცარიის ბანკში დეპოზიტებია. მასთან გაკარება აზრადაც არავის მოსდის.

ადამიანები

ფულის გარდა, საჭიროა ადამიანები.

ესენი არიან ისინი, რომლებიც მრავალ შტაბში დასხდებიან – სოფლიდან დაწყებული ცენტრალურით დამთავრებული.

ეს ადამიანები საარჩევნო კამპანიის პერიოდში აგიტაციისთვის არიან საჭირო, არჩევნების დღეს კი მათი მოვალეობაა, ხალხი საარჩევნო უბნებთან მიიყვანონ, საწოლებიდან წამოაყენონ და ყველა კუთხე-კუნჭულიდან გამოიყვანოს, თავიანთი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად აცდუნოს, ან უბრალოდ ბანალური მუქარა გამოიყენონ.

საჭიროა მეომრები, ყველაზე მინიმუმ, რამდენიმე ათეული სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი, როგორც ამბობენ, ყოველი შემთხვევისთვის.

დაბოლოს, საჭიროა „მასოვკა“, რომელიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იმოძრავებს შტაბთან და თუ საჭირო გახდება – ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ექსტრემალურ შემთხვევაში კი ისინი თავიანთი იქ ყოფნით, მოახდენენ მებრძოლების მოტივირებას პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის დასაწყებად.

ეს შორეულ 2004 წელს იყო, როდესაც აფხაზეთში პირველი ალტერნატივიანი არჩევნები გაიმართა და იყო ბევრი ალტრუისტი, ვინც შტაბებში უბრალოდ იდეისთვის მუშაობდა. ახლა გულუბრყვილოები აღარ არიან. ყოფილი რომანტიზმი მკაცრი პრაგმატიზმის ზეწოლის ქვეშ მოექცა.

შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დადგებიან საარჩევნო შტაბთან, აღარ არიან. თითოეული მიდის იქ იმ იმედით, რომ შემდეგ მიიღოს, პირობითად, თავისი წილი „ხაჭაპური“.

და აი, შენ ხარ პრეზიდენტი

და აი, წარმოვიდგინოთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია შენი გამარჯვების შესახებ აცხადებს. ინაუგურაციამდე ისმის ბაქიბუქა სადღეგრძელოები, როგორ კარგად დავიწყებთ ცხოვრებას.

და სწორედ მაშინ მიმდინარეობს ჩვენი ახლად გამომცხვარი პრეზიდენტის გამოცვლის პროცესი.

კორუფციასთან გაბედული მებრძოლისა და უკომპრომისო რეფორმატორის ნაცვლად, მის პირველ სამუშაო დღეს ვიღებთ სრულ ანტიპოდს – ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად დაკარგულია საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის.

ის დიდი სიამოვნებით განახორციელებდა რეალურ ცხოვრებაში თავის წინასაარჩევნო დაპირებებს. მაგრამ უკვე ვინღა მისცემს ამის გაკეთების საშუალებას?

საარჩევნო შტაბის მთელი ეს ფინანსისტები, მებრძოლები და აგიტატორები უკვე დგანან დივიდენდებისთვის შენს მისაღებში, ზოგიერთი კი უკვე შენს სამუშაო მაგიდასთანაც ზის. და როგორც კი ეტყვი, ქამრები უნდა შემოიჭიროთ, რადგან რეფორმები კოლოსალურ თანხებს, ნებასა და მოთმინებას მოითხოვსო – მაშინვე გაგჭყლიტავენ შენი ერთგული მომხრეები.

იმიტომ რომ, რეალურად ისინი – ჩვეულებრივი კრედიტორები არიან, რომლებმაც საკუთარი რესურსები ძალიან მომგებიან ბიზნესში დააბანდეს: საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასეთი საარჩევნო სისტემით აფხაზეთი განწირულია მუდმივი კრიზისისთვის, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არის.

 

 

ინალ ხაშიგი, აფხაზი ჟურნალისტი და რედაქტორი

 

 

 

 

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ