ოპოზიცია სიმართლის თუ სამაგიეროს ძიებაში" />

ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში

ოპოზიცია სიმართლის თუ სამაგიეროს ძიებაში

ოპოზიციურმა პარტია ‘ამცახარამ’ და სამმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – ‘აპრამ’, ‘აბზანხარამ’ და ‘ქალები პოლიტიკაში’ – ერთობლივად მიმართეს გენპროკურატურას განცხადებით, რომ 2014 წელს აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის გადადგომას სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნევენ და ითხოვენ შესაბამის გამოძიებას.

ალექსანდრ ანქვაბი, აფხაზეთის პრეზიდენტი 2011 წლის მაისიდან 2014 წლის ივნისამდე

ლაპარაკია 2014 წლის 27 მაისის მოვლენებზე, როდესაც მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეთა ზეწოლით, რაც საპრეზიდენტო სასახლეზე შეტევაში გადაიზარდა, ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა თავი შეეფარებინა რუსული სამხედრო ბაზისათვის გუდაუთაში, ხოლო 4 დღის შემდეგ ოფიციალურად გადამდგარიყო.

2014-ში ოპოზიცია მოვლენებს ამგვარად აფასებდა – ‘კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა’. თუმცა ასლან ბჟანიამ, გაერთიანებული ოპოზიციის ახლანდელმა ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბის წასვლის შემდეგ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა და წააგო მაშინდელი ოპოზიციის ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან.

ასლან ბჟანია, აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი

სწორედ ეს ეპიზოდი წარმოადგენს დღეს ხელისუფლების მთავარ არგუმენტს, როდესაც ოპოზიციის განცხადებებს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაუსაბუთებელს უწოდებს.

მაგრამ ასლან ბჟანიამ ამ კვირაში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებში საზოგადოებრივი პალატის წევრებთან ერთად თავის მონაწილეობას მხოლოდ ‘შეცდომა’ უწოდა და დაადასტურა მოთხოვნა, რომ იურიდიულად შეფასდეს, თუ როგორ მოხდა ხელისუფლების ცვლილება აფხაზეთში 2014 წელს.

‘დიახ, ჩვენ მაშინ პოლიტიკურ კომპრომისებზე წავედით. დღეს საჯაროდ ვაღიარებ, რომ ეს არასწორი იყო. არ უნდა მიმეღო მონაწილეობა 2014 წლის არჩევნებში. შევცდი, ეს არ უნდა გამეკეთებინა. ახლა კი ადამიანებმა, რომლებიც დღეს მეთაურობენ ქვეყანას, თავადაც უნდა აღიარონ შეცდომების საკუთარი წილი’, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ასლან ბჟანიასა და ალხას კვიწინიას შეხვედრა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებთან

სოციალურ ქსელებში მთავარი ოპოზიციონერის აღიარებას ობსტრუქცია მოუწყვეს. ბევრი სვამს რიტორიკულ კითხვას: ‘2014-ში ბჟანიას არჩევნები რომ მოეგო – დღეს კვლავ შევდომას უწოდებდა მასში მონაწილეობას, თუ უბრალოდ, დუმილს არჩევდა?’

• დღევანდელი აფხაზური ოპოზიციის ძირითადი ბირთვი წინა პრეზიდენტის, ანქვაბის გუნდის ყოფილი ჩინოვნიკებისა და მისი პოლიტიკის მხარდამჭერი აქტივისტებისგან შედგება.

• ოპოზიციის გაერთიანებული ბლოკი შექმნა ოთხმა ორგანიზაციამ: პარტია ‘ამცახარამ’, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ‘აპრამ’, ‘აბზანხარამ’ და ‘ქალები პოლიტიკაში’. თითოეული ეს ორგანიზაცია ითხოვს ახლანდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას.

• მას მხარს უჭერს 18 ერთეულისაგან შემდგარი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო. მათ შორის ყველაზე მსხვილი პარტიებია – ‘სახალხო ერთიანობის ფორუმი’ , ‘ერთიანი აფხაზეთი’ და აფხაზურ-ქართული ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ‘არუა’.

• ასლან ბჟანია სპეცსამსახურებშია აღზრდილი: 2009 წლიდან 2014 წლის ივნისამდე სათავეში ედგა აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. 2014 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მას მხარს უჭერდნენ ყოფილი ხელისუფლების მომხრეები; აიღო ხმების 35% და მეორე ადგილზე გავიდა; გამარჯვება პირველ ტურში რაულ ხაჯიმბას დაუთმო.

• ალხას კვიწინია აფხაზურ-ქართული ომის ვეტერანია. 1999 წლიდან, დაარსების მომენტიდან  ომის ვეტერანთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობა ‘ამცახარას’ ლიდერთა რიგებშია. 2014 წლის ხელისუფლების ცვლილებამდე მუშაობდა სოხუმის ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილედ. 2015 წელს ‘ამცახარას’ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის ახალ ხელმძღვანელად.

• ‘ამცახარა’ 2012 წელს პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. 2005 წლიდან 2014 წლის მაისამდე ‘ამცახარა’ პრო-საპრეზიდენტო ორგანიზაციად მოიაზრებოდა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ