ის მიხეილ სალუაშვილში აერიათ" />

როგორ აირჩიეს ნინოწმინდაში პრეზიდენტად სააკაშვილი

ის მიხეილ სალუაშვილში აერიათ

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან ბევრი ამომრჩევლისთვის ან სრულიად უცხო ადამიანია, ანდა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიუტად და მუდმივად მონაწილეობის გამო, ერთგვარ მემედ იქცა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში პრეზიდენტის არჩევა არ მოხდა. მეორე ტური 2 დეკემბრამდე გაიმართება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ დანიშნულა.

მთავარი მეტოქეების ხმები პირველ ტურში თითქმის თანაბრად გაიყო – სალომე ზურაბიშვილმა (ხელისუფლების კანდიდატი) 38,4 პროცენტი დააგროვა, გრიგოლ ვაშაძემ (ოპოზიციის კანდიდატი) — 37,73 პროცენტი.

ერთ-ერთი ასეთი „მუდმივი“ კანდიდატიამიხეილ სალუაშვილი, რომელსაც ამ არჩევნებზე საქართველოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის [ჯავახეთის რეგიონი სამხრეთ საქართველოში, სადაც უმეტესად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს— JAMnews] ამომრჩევლებმა მოულოდნელი სიურპრიზი შესთავაზეს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. რატომ ლაპარაკობს ხელისუფლება სამოქალაქო ომზე?

25 ფოტო ჯავახეთიდან, საქართველო: სოფლები, ჩიტები, ტბები

ჯავახეთში ყინულის დნობა დაიწყო. ვის აძლევს ხმას ეროვნული უმცირესობა?

• დერეფანი. JAMnews-ის სპეცპროექტი ჯავახეთიდან მიგრირებული ფრინველებისა და ადამიანების შესახებ  

ამ ოლქში მოძრაობის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი – ხალხის ხმა: უფალი ჩვენი სიმართლეა“ ლიდერმა მიხეილ სალუაშვილმა 87 ხმა დააგროვა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის ერთ პროცენტს – 0,92%-ს შეადგენს. სალუაშვილს ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში სხვაგან არსად ჰქონია.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სალუაშვილმა ხმათა  0,19 პროცენტი დააგროვა. არჩევნების შედეგების მიხედვით ამ კანდიდატმა ქვეყანაში 12-ე ადგილი დაიკავა, ნინოწმინდაში კი – მეოთხე

ვიდრე დედაქალაქის ჟურნალისტები და თავად სალუაშვილი მკითხაობდნენ, თუ რამ აიძულა ნინოწმინდელები ხმა იმ ადამიანისთვის მიეცათ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ რეგიონში არც კი ჩასულა, გამოცანის პასუხი ადგილობრივი რადიოსადგური „Нор“-იდან გაისმა.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა სომეხმა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო, ქართულ ენას ცუდად ფლობს [ბიულეტენები კი ქართულად იყო], „მიხეილ სალუაშვილის” ნაცვლად „მიხეილ სააკაშვილის“ სახელი ამოიკითხა. ამრიგად, მათ ხმა მისცეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ადგილობრივი რადიოსადგურის “Нор“-ის თანამშრომლები, მას შემდეგ, რაც რამდენიმე იმ მაცხოვრებელს გაესაუბრნენ, ვინც ხმა სალუაშვილს მისცა. მათ აღიარეს, რომ ეს სახელი პირველად ესმით, ხმა კი სააკაშვილს მისცეს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალუაშვილი ამომრჩვლებს ახსენებდა, რომ მალე „ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება“ და ამ სიტუაციაში აუცილებელია, რომ ქვეყანას მართავდეს „დედამიწაზე ღვთის ნების აგენტი“ , როგორიც ის თავად გახლავთ. ასეთი იყო მიხეილ სალუაშვილს საარჩევნო პლატფორმა.

_______________

ქალაქი ნინოწმინდა სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. ჯავახეთი თურქეთს ესაზღვრება და დიდწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 168 ათასი სომეხი ცხოვრობს და მათი უმეტესობა – სწორედ ჯავახეთის რეგიონში.

ქართული ენის არცოდნის გამო, საქართველოს სომხური თემი ტრადიციულად პოლიტიკურად პასიურია. ადამიანები აქ ფაქტობრივად ჩამოშორებულები არიან თბილისის საინფორმაციო ველს და ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებიდან იღებენ.

არჩევნების დროს რეგიონში ყოველთვის დაბალი დასწრება იყო, ხოლო საარჩევნო ურნებთან მისული მოქალაქეები, როგორც წესი, მმართველ ძალას აძლევენ ხმას და ამით სახელმწიფოსადმი თავიანთ ლოიალურობას ავლენენ.

სომხური ენა საქართველოში: მისი სახელმწიფო სტატუსის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

სომხური სკოლები საქართველოშირეფორმების მსხვერპლი

სომხური სკოლების 4 მთავარი პრობლემა საქართველოში   

ბევრს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვინაობის დასახელებაც კი არ შეუძლია.

 აქ, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშევრობის მაღალი პროცენტია. ამ რეგიონიდან უმეტესობა მუდმივად მიემგზავრება რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე, რათა ოჯახი როგორმე გამოკვებოს.

ჯავახეთში ადამიანები ძირითადად მესაქონლეობას ეწევიან, ასევე მოჰყავთ კარტოფილი და სხვა ბოსტნეული. აქაური ყველი, კარტოფილი და თაფლი მთელ საქართველოში განთქმულია.

ჯავახეთი, თავისი უნიკალური ტბებითა  და ბუნებით, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია.


ასევე წაიკითხეთ