აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ტყვია, სამშენებლო ობიექტების ირგვლივაა კონცენტრირებული" />

თბილისის ჰაერში ტყვიაა. კვლევის შედეგები

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ტყვია, სამშენებლო ობიექტების ირგვლივაა კონცენტრირებული

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვამ” თბილისის ჰაერის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა და დედაქალაქის მტვერში ტყვიის კვალი აღმოჩნდა.

სპეციალისტები განგაშის ზარს სცემენ – ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ის დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება. ამიტომ ეს მაჩვენებელი უკვე დამაფიქრებელია.

ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისში ტყვია საქართველოში დასაშვები კონცენტრაციის (0.3 მკგ/3) მეათედია (მინიმუმ 0.01 მკგ/3 და მაქსიმუმ 0.06მკგ/3), წერს “რადიო თავისუფლება”. მისი ცნობით, ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ის დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება. ამიტომ ეს მაჩვენებელი უკვე დამაფიქრებელია.

“ეკოხედვამ” კვლევა ივნისი-ივლისის პერიოდში, თბილისის რამდენიმე უბანში – გმირთა მოედანზე, ლისის ტბაზე, ვაკის პარკსა და დიღომში ჩაატარა. დიღომში კვლევა რამდენიმე მშენებლობის მიმდებარედ ჩატარდა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ტყვია, სწორედ მშენებლობების ირგვლივაა კონცენტრირებული.

მაღალი იყო ტყვიის შემცველობა გმირთა მოედანის ესტაკადაზე პიკის საათის დროს. ამ ადგილას კვლევამ კიდევ ერთი მავნე ნივთიერება – აზოტის დიოქსიდი გამოავლინა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის ჰაერში ტყვია გაიზომა. ტყვიას თბილისში 2008 წლიდან ზომავს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომლის კვლევებსაც საგანგაშო მაჩვენებელი აქამდე არ დაუფიქსირებია.

____________

საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია თავდადაპირველად on.ge-მ გაავრცელა ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით, ბოლოს კი კვლევის შედეგები ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით, სუნელებში ტყვიის დასაშვებზე გაცილებით დიდი რაოდენობა აღმოჩნდა.

ტენდენციად იქცა, რომ ტყვიის შემცველობაზე სპეციალურ ანალიზებს საქართველოში მცხოვრები უცხოელები, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპკორპუსის წარმომადგენლებიც იკეთებენ.

სექტემბრის დასაწყისში სისხლის ანალიზი ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა გაიკეთა მას და საელჩოს სხვა თანამშრომლებს ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოაჩნდათ. სისხლში ტყვიის მომატებულ დონეს ელჩი საქართველოში ყოფნას უკავშირებს.

ესტონეთის კონსული იურგო ლოსი ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში ხშირად ფეხით დადის, რამაც მის სისხლში ტყვიის საგანგაშოდ მომატება გამოიწვია. რუსთავი 2-ის სიუჟეტში კონსულმა თქვა, რომ ქუჩაში დაბინძურებული ჰაერია და ტყვიაც სისხლში ამ გზით აღწევს.

დიდი გამოხმაურება ჰქონდა NDI-ის დირექტორის, ლორა თორთონის ფეისბუკ-პოსტს. თორთონი წერს, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა მას და საქართველოში მცხოვრები მის რამდენიმე უცხოელ მეგობარს.

„ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, აიღოთ ანალიზები სისხლში ტყვიის რაოდენობაზე. მე და კიდევ სხვებმა გავიკეთეთ ანალიზი და ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღმოგვაჩნდა სისხლში,” – წერს თორთონი.

მისი თქმით, მოწამვლას “დაბალი ხარისხის საწვავი იწვევს, რომელსაც საქართველოში მოიხმარენ”.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ