ჟურნალისტს 30 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს, მომიტინგეები კი ისევ უპასუხოდ დარჩნენ" />

ბაქოში დაღუპული სამხედროების ნათესავები პროტესტს აგრძელებენ. დაპატიმრებულია ჟურნალისტი

ჟურნალისტს 30 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს, მომიტინგეები კი ისევ უპასუხოდ დარჩნენ

ფოტო: Meydan.tv

რა სურთ პროტესტის მონაწილეებს?

ყარაბაღში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებმა ბაქოში 16 ნოემბერს პროტესტი დაიწყეს. ისინი მოითხოვენ ფულად კომპენსაციას – 11 ათასი მანათის (დაახლოებით $ 6470) გადახდას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სწორედ ასეთი თანხის გადახდის ბრძანება გასცა. ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბევრმა ოჯახმა კომპენსაცია 90-იანებში მიიღო, და მათ ის ახლა არ ერგებათ.

დაწვრილებით ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციების გამო არსებული კონფლიქტის შესახებ 

16-დან 28 ნოემბრამდე მომიტინგეები – რამდენიმე ათეული ადამიანი – 7-ჯერ შეიკრიბა. იკრიბებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების – შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, მილი მეჯლისის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ.

ერთ-ერთი მომიტინგეს თქმით, ერთი კვირის წინათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ ინდივიდუალური წესით დახმარებას დაჰპირდა. რიგით მეშვიდე მიტინგზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ჩატარდა, მომიტინგეებთან არავინ გამოსულა.

აფგან სადიგოვის დაპატიმრების შესახებ

იმავე მიტინგზე ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააპატიმრეს. როგორც სადიგოვის ცოლი ჰყვება, რომელიც იქ იყო და მიტინგს ვიდეოზე იღებდა, მასთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები მივიდნენ, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

როგორია იყო ჟურნალსიტი აზერბაიჯანში 

უფასო ბინები აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის – საჩუქარი თუ მოსყიდვა? 

კოლეგებთან ერთად ის თავის მეუღლეს მთელ დღეს ეძებდა, და მხოლოდ საღამოსკენ მოახერხა ძებნაში ჩართულმა ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა იმის გარკვევა, რომ აფგანს, პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 30 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

აფგან სადიგოვი ადრეც დაუპატიმრებიათ. 2017 წლის იანვარში მას, ჩინოვნიკის მისაღებში ქალბატონზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით, წელიწადნახევრით პატიმრობა მიესაჯა. სადიგოვი ამ წლის მაისში განთავისუფლდა, ივლისში კი 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა იმისთვის, რომ ქუჩაში „უმისამართოდ დედას იგინებოდა“. თავად სადიგოვს მიაჩნია, რომ საქმე მის მიერ ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში იყო – Facebook-სა და მის მიერ შექმნილ ვებგვერდზე azel.tv, რომელიც „საინფორმაციო პორტალად“ მიიჩნევა და ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი.


ასევე წაიკითხეთ