რეკეტის, უფასო ბინების და სიტყვის პატრიოტული თავისუფლების შესახებ" />

რისი უფლება აქვთ და რისი არა ჟურნალისტებს აზერბაიჯანში

რეკეტის, უფასო ბინების და სიტყვის პატრიოტული თავისუფლების შესახებ

JAMnews აზერბაიჯანში ჟურნალისტებს ესაუბრა, რათა გაეგო, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც “პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის” რეიტინგშის სულ ბოლო ადგილებზეა.


„ჩემი აზრით, იმ ადამიანს, რომელიც აზერბაიჯანში ნამდვილ ჟურნალისტობას აპირებს, უნდა ესმოდეს, რომ ეს მას ძვირად დაუჯდება. უკეთეს შემთხვევაში, უმუშევარი დარჩება. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი სიცოცხლე, თავისუფლება, მისი ოჯახის წევრების სიმშვიდე. მას ან სინდისის ფასად მოუწევს თავის გადარჩენა, ან კომპრომისის ხარჯზე“, – ჰყვება პრო-სამთავრობო მედია-კონცერნში მომუშავე ჟურნალისტი ქალი ( მან ანონიმურად დარჩენა ისურვა).

„ხოტბას ასხამენ სახელმწიფო პოლიტიკას, თავად პრეზიდენტს, მის ოჯახის წევრებსა და ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ“

საკუთარ თავზე ვიტყვი: ჟურნალისტიკაში რომ მოვედი, ერთ დამოუკიდებელ გაზეთში ვმუშაობდი. ცოტას გვიხდიდნენ, თუმცა თავის სარჩენად გვყოფნიდა. და რაც მთავარია, იმას ვწერდით, რაც გვსურდა. იმ დროს არავინ გვეუბნებოდა, ამა თუ იმ საკითხზე დაგვეწერა, ან ვინმე შეგვექო.

ხოლო ის მასობრივი საინფორმაციო საშუალება, რომელშიც ახლა ვმუშაობ, ვითომ დამოუკიდებელია, სინამდვილეში კი დიდ ორგანიზაციას ექვემდებარება. ანუ, შინაარსით სახელმწიფო სააგენტოებისგან არ განსხვავდება.

პრეზიდენტის შესხებ მასალებს განსაკუთრებული ყურადღებას ეთმობა, ხოტბას ასხამენ სახელმწიფო პოლიტიკას, თავად პრეზიდენტს, მისი ოჯახის წევრებს, და ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ. ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, არაფერი ქვეყნდება.

რასაკვირველია, იმ პრობლემების თაობაზე, რაც საზოგადოებას აღელვებს, არაფრის მოყოლა არ შეგვიძლია. მაყურებელი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გამეფებულ კეთილდღეობასა და ყოველმხრივ პროგრესს უნდა ხედავდეს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელმძღვანელობა ჩვენს პირად ცხოვრებაშიც კი ერევა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები სოციალურ ქსელებში კრიტიკის გამოთქმისთვის მოხსნეს – მთავრობის, ჩინოვნიკების, ჩინოვნიკების ნათესავების კრიტიკისთვის“.

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2017 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“ აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 162-ე ადგილზეა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტები ყველანაირი „სამუშაო პირობით“ უზრუნველყოფილები არიან, მეტიც, მათ განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ: ახლახან აშენდა ორი სახლი, რომლებშიც ჟურნალისტებს ბინები უფასოდ დაურიგეს.

 

ჟურნალისტები, რომლებსაც უფასო ბინები შეხვდათ, გადაცემის ცერემონიაზე პრეზიდენტთან ერთად სელფებს იღებენ. ფოტო kanal24.az

„აი, ისევ ჟურნალისტები მოვიდნენ? რამდენია ჩვენზე?“

ერთ-ერთ პრო-სამთავრობო მედია-სტრუქტურაში მომუშავე ჟურნალისტი (მან ანონიმურობა არჩია) ამბობს, რომ მის სამუშაოში ერთ-ერთი უსიამოვნო მომენტთაგანია – ქვეყანაში რეკეტი ჟურნალისტების არსებობა. ისინი ფულის გამოძალვას ეწევიან იმის სანაცვლოდ, რომ ესა თუ ის პრობლემა არ გააშუქონ. ამ გამომძალველების გამო ადამიანები საერთოდ ჟურნალისტებს აღარ ენდობიან:

„ჩვენ გამუდმებით გვესმის რაიმე მსგავსი : „აი, ისევ ჟურნალისტები მოვიდნენ? რამდენს ითხოვთ?“

კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია – რედაქციებში არსებული თვითცენზურა.

„საწყენია, როდესაც ვებგვერდზე ჩაბარებულ სტატიას ვინმეს ზარის შემდეგ აიღებენ, ან მსგავსი მიზეზით არ ქვეყნდება. და მაინც, გიწევს თავს შეახსენო, რომ შენ ჟურნალისტი ხარ აზერბაიჯანში, და ამას უნდა მოერგო“.

„10 წლის წინ ჟურნალისტიკა უფრო თავისუფალი იყო

„10 წლის წინათ აზერბაიჯანულ პრესაში კრიტიკული მასალები ქვეყნდებოდა, ბოლო ხანს კი ასეთ რამეს უკვე ვეღარ შეხვდები. ვერცერთ აზერბაიჯანულ მედია-სტრუქტურას დამოუკიდებელს ვერ ვუწოდებ, რადგან თითოეულს საკუთარი წითელი ხაზი აქვს.

და თუმცა ჩემზე ძალადობა არ განხორციელებულა, ისე მომხდარა, რომ ადამიანები, რომლებზეც ვწერდი, ჩემზე ზეწოლას ცდილობდნენ.

3-4 წლის წინათ სარკინიგზო ხაზის ირგვლივ სახლების დანგრევის შესახებ რეპორტაჟის დასაწერად გავემგზავრე. ამ სახლების მაცხოვრებლებს რომ ველაპარაკებოდი, პოლიციელებმა განყოფილებაში წამიყვანეს.

თავიდან იფიქრეს, რომ უცხოური მედია-რესურსისთვის ვმუშაობდი. შემდეგ ჩემი ჟურნალისტის მოწმობა ნახეს, და გამომიშვეს იმ გაფრთხილებით, რომ ამ თემაზე არ დაგვეწერა“.

„ისინი ციხეში იმის გამო მოხვდნენ, რომ ზღვარს გადასცდნენ“

„ცუდია, როდესაც ადამიანებს მათი სტატიებისა და შეხედულებებისთვის აპატიმრებენ. დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორის არიან – ჩემთვის პატივსაცემი აფგან მუხტარლი, სემურ ხაზი, რომლებიც, ჩემი აზრით, უსამართლოდ არიან გასამართლებულები.

მაგრამ ჩემი არჩევანია – აზერბაიჯანში მუშაობა და აქ თავისუფლებაში დაბერება. და ზღვარის გადაკვეთა არაფერში მჭირდება“.

• ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც თავის გამოძიებებით არის ცნობილი, 2017 წლის 30 მაისს დააპატიმრეს. სასამართლომ ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და კანონის წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაადანაშაულა. ამჟამად ის ციხეშია.

• ასევე ამჟამად ციხეში იმყოფებიან ბლოგერები და ჟურნალისტები: მეჰმან გუსეინოვი, ფიკრეტ ფარამაზოღლუ, რაშად რამაზანოვი, ელჩინ ისმაილი, ნიჯატ ალიევი, არაზ გულიევი, ზია ასადლი, სეიმურ ხაზი.

• ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) იუწყება, რომ ამჟამად აზერბაიჯანში პატიმრობის ვადას 10 ჟურნალისტი იხდის.

• ცხრა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვს.

• ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანში საკუთარი პროფესიული საქმიანობისთვის არც ერთი ჟურნალისტი არ დასჯილა.

დასავლურ პრესაში ისეთი აზრი ჩამოყალიბდა, რომ ჟურნალისტი ჟურნალისტად უნდა დარჩეს, საზოგადოებრივი პოზიცია კი – მეორეხარისხოვანი საქმეა.

პრესის საბჭოს სამმართველოს წევრი აზერ ჰასრატი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტობა ძნელია ყარაბაღის კონფლიქტის გამო:

„ ჟურნალისტებისთვის ხელისშემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ აზერბაიჯანის მიწების ნაწილი ოკუპირებულია, და დაახლოებით მილიონი ადამიანი დევნილისა და გადასახლებულის მდგომარეობაში ცხოვრობს.

როგორც წესი, არჩევანის წინაშე ვდგებით – ჟურნალისტებად დავრჩეთ თუ მოქალაქეებად, და მოცემულ მომენტში დასავლეთის პრესაში ასეთი აზრი ჩამოყალიბდა, რომ ჟურნალისტი ჟურნალისტად უნდა დარჩეს, ხოლო სამოქალაქო პოზიცია – მეორეხარისხოვანი რამაა.

მაგრამ გვესმის, რომ ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნება ჟურნალისტური საქმიანობის ჩრდილში ვერ დარჩება“.

ამ ადამიანებმა, ციხიდან რომ გამოვლენ, უნდა გადაწყვიტონ – ჟურნალისტები არიან თუ პოლიტიკოსები.

აზერ ჰასრატი იმ ჟურნალისტების შესახებ ლაპარაკობს, რომლებიც ახლა ციხეში არიან:

„ზოგიერთი მათგანი, ვინც ახლა დაპატიმრებულია, თავს ერთი მხრივ ჟურნალისტად წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი – პოლიტიკოსად. და მთავრობას საკუთარი ვერსია აქვს იმის შესახებ, თუ რატომ არიან ისინი მსჯავრდებულები – კონკრეტული სისიხლის სამართლის დანაშაულებისთვის.

ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ვერსიას იცავს და ამის დამადასტურებელი საბუთებიც მოჰყავს. ის, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანში ყველა ჟურნალისტს პატიმრობა ემუქრება.

ამ ადამიანებმა კი, ჩემი აზრით, ციხიდან რომ გამოვლენ, კარგად უნდა იფიქრონ და გადაწყვიტონ, ჟურნალისტები არიან თუ პოლიტიკოსები“.

ორი ყველაზე ცნობილი ვებგვერდი, რომელიც აზერბაიჯანში დაბლოკილია – რადიო თავისუფლების ადგილობრივი ფილიალი და MeydanTV. სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი მუშაობა „სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად“ მიიჩნიეს.

 

მედია-კონცერნი ANS მას შემდეგ დაიხურა, რაც ინტერვიუ დააანონსა პოლიტიკოს ფეთულაჰ გიულენთან, რომელთან დაკავშირებითაც თურქეთის მთავრობას იმ მომენტში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ეჭვი ჰქონდა.

 

მსხვილი მედიაკონცერნი АПА კი მას შემდეგ დაიხურა, რაც პრეზიდენტის გამოსვლის ფრაგმენტი აზერბაიჯანულიდან რუსულად არასწორად გადათარგმნა.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვენდნენ, ან სამსახურებიდან დათხოვნილებს ვხედავთ და ან პატიმრობაში მყოფებს“

ისლამ შიჰალი, რომელიც ამჟამად დაბლოკილ ვებგვერდზე მუშაობს, ჩივის, რომ ადამიანები ჟურნალსიტებს არ ენდობიან, მიაჩნიათ, რომ ისინი მათი პრობლემების გაშუქებას შეუშინდებიან. როდესაც გაიგებენ, რომ მედია-რესურსი არა პროსამთავრობოა, მშვიდდებიან, და სჯერათ, რომ სტატია ან რეპორტაჟი გამოქვეყნდება.

მაგრამ ამის შემდეგ ჩნდება სხვა პრობლემა – საფრთხე რეპორტაჟის გმირისთვის:

„არც ისე დიდი ხნის წინათ ერთ კარგ ადგილას მომუშავე ადამიანზე გადავიღე სიუჟეტი. მან დოლარით სესხი აიღო, და დევალვაციის შემდეგ მისი ვალი 2-3-ჯერ გაიზარდა. მოგვიანებით ამ თემაზე მისთვის რაღაცის კითხვა მინდოდა. და გაირკვა, რომ ის ინერვიუს გამო სამსახურიდან დაუთხოვიათ.

ანუ იმ ადამიანებს, ვინც გვენდობა და გულს გადაგვიშლის, შემდეგ ან დაპატიმრებულს ვხედავთ, ან სამსახურიდან დათხოვნილს, ან ზეწოლის ქვეშ მყოფს. ასეთ სიტუაციებში ზოგჯერ ნანობ იმას, რასაც აკეთებ.

თანაც ასეთ მასალებს ანონიმურად არ აქვეყნებ, რადგან ეს მათ ნაკლებად სარწმუნოსა და მნიშვნელოვანს ხდის. ამავდროულად კონკრეტული ადამიანის გვარის დაუსახელებლად ოფიციალური სტრუქტურებისგან კომენტარების მიღება შეუძლებელია“.

„პოლიციელებისთვის მე ბაქოს სილამაზეების გადამღები ადამიანი ვარ“.

„ზოგჯერ პოლიციასთანაც ჩნდება პრობლემები. გეკითხებიან, თქვენ ხომ დაგბლოკეს, როგორ მუშაობთ? ანდა ჩინოვნიკები ინტერვიუს მიცემაზე უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ ჩვენი ვებ-გვერდი დახურულია, ჩვენ ახლა არავინ აღარ ვართ, და ჩვენთვის პასუხის გაცემა აღარ ევალებათ.

ჩვენს ქვეყანაში თუკი იტყვი, რომ სააგენტო Turan-ში მუშაობ, ძალიანაც აღარ მოგედავებიან; მაგრამ თუკი MeydanTv-ს ან რადიო Azadlıq-ს ახსენებ, გაცილებით მეტი პრობლემა შეგექმნება, ზოგჯერ კი შეიძლება განყოფილებაშიც მიგიყვანონ. ჯობს, თავი ფლირანსერად წარადგინო.

როდესაც ქუჩის გამოკითხვების დროს პოლიციელი მოგიახლოვდება და გეკითხება, თუ რას იღებ, ტყუილის თქმა გიწევს. მაგალითად, პოლიციელების თვალში მე ვარ ადამიანი, რომელიც ბაქოს ლამაზ ადგილებს იღებს“.

“ნორმალურ საზოგადოებაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რეკლამიდან შემოსული შემოსავლის ხარჯზე არსებობს“

მედიის უფლებათა ექსპერტი ჰალიგ აგალიევი ადგილობრივი მედიასტრუქტურების დამოკიდებულებას ფინანსური თავისუფლების არქონას უკავშირებს:

„ნორმალურ საზოგადოებაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რეკლამებიდან შემოსული თანხებით არსებობს. კომპანიები რეკლამას იმ გამოცემებში ათავსებენ, რომლებიც ნდობას იმსახურებენ, და ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავთ. ეს გამოცემები მუშაობას ახერხებენ, და თუ სჭიროა, შეიძლება მთავრობას წინ აღუდგნენ.

აზერბაიჯანში ბიზნესი და რეკლამა, პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკოსების კონტროლქვეშ იმყოფება. ასეთ პირობებში თავისუფალი ჟურნალისტიკა ღარიბია, რაც ჟურნალისტის პროფესიას არამიმზიდველს ხდის“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ