პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს" />

აფხაზეთი “კანონიერი ქურდების” გარეშე?

პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას ითვალისწინებს „დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისათვის“.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ქურდული სამყაროს ნებისმიერი სახით წევრობისა და ყველანაირი ფინანსური დახმარებისათვის.

საფრანგეთსა და საბერძნეთში ათობით ქართველი კრიმინალი დააკავეს

როგორ აქცია ვლადიმირ პუტინმა ქუჩის კრიმინალი მაფიოზურ სახელმწიფო მანქანად

გერმანული ქალაქი ერფურტი სომხური ორგანიზებული დანაშაულის ცენტრად გადაიქცა

თუკი დეპუტატები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ ე.წ. კანონიერი ქურდები იძულებული იქნებიან, ან საკუთარ სტატუსზე თქვან უარი – ანდაც დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია. სხვა შემთხვევაში მათ საპატიმრო სასჯელი ელოდებათ.

ითვლება, რომ აფხაზეთში (ოფიციალურად დაახლოებით 300 ათასი მოსახლეა) ათზე მეტი ადამიანი ატარებს „კანონიერი ქურდის“ არაოფიციალურ ტიტულს. მათი ნაწილი აქ მუდმივად ცხოვრობს, დანარჩენები კი უფრო ხშირად რუსეთსა და თურქეთში არიან.

ცოტა ხნის წინ, ანალოგიური კანონპროექტი შეიტანა სახელმწიფო სათათბიროში (დუმა) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ რუსულმა ინიციატივამ უბიძგა რაულ ხაჯიმბას ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთს დაემუქრებოდა საფრთხე, ქცეულიყო თავშესაფრად არა მხოლოდ ადგილობრივი დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერებისთვის, არამედ, ასევე, რუსებისთვისაც.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews- იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ