ფილმი სამი თაობისგან შემდგარი ერთი ქართული ოჯახის ამბავს მოგვითხრობს " />

ამერიკულმა გამოცემამ ქართული კინოსურათი 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში შეიტანა

ფილმი სამი თაობისგან შემდგარი ერთი ქართული ოჯახის ამბავს მოგვითხრობს

პოპულარული ამერიკული გამოცემის The Wrap-ის ვერსიით, რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სომონ გროსის ქართული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა.

რეიტინგი, რომელშიც 12 ფილმი შევიდა, გამოცემის რედაქტორმა ალონსო დურალდიემ შეადგინა. ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მე-10 ადგილი დაიკავა.

რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანიონოს ფილმი „შენი სახელი დამიძახე“(Call Me by Your Name). მეორე ადგილზეა ფილმი, რომელიც მოზარდი გოგონას შესახებ მოგვითხრობს – ამერიკელი რეჟისორის გრეტა გერვიგის „ლედი ბერდი“ (Lady Bird).

მესამე ადგილი დაიკავა ცივი ომის ეპოქის ფანტასტიკური ჟანრის ფილმმა, რომელიც პრემიაზე წარდგენილი ნომინაციების რაოდენობათა მიხედვით „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა. ეს არის რეჟისორ გილერმო დელ ტოროს მელოდრამული თრილერი „წყლის ფორმა“ (The Shape Of Water). საუკეთესო ფილმების ხუთეულში მოხვდა ასევე ბრიტანული კინოსურათი, რეჟისორ ლონე შერფიგის „მათი წარმატების ხანა“ (Their Finest) და ჯორდან პილის ამერიკული საშინელებათა ფილმი „შორს“.

•  გერმანიისა და საქართველოს კოპროდუქციით შექმნილი ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ – ექვთიმიშვილისა და გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა შედგა 2017 წლის 22 იანვარს, „სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, სადაც კინოსურათმა კრიტიკოსების მაღალი შეფასებები მიიღო. მას შემდეგ ფილმი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორი.

•  ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სამი თაობისგან შემდგარ ერთ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი – 52 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა მხეიძეა (მსახიობი ია შუღლიაშვილი), რომელიც ერთხელაც საკუთარი რუტინული ცხოვრების კარდინალურად შეცვლას, ოჯახიდან წასვლას, დიდი შვილებისა და ქმრის სოსოს (მსახიობი მერაბ ნინიძე) დატოვებას გადაწყვეტს. მარინას არც საყვარელი ჰყავს და არც სხვა რაიმე ფარული მოტივი აქვს. ის უბრალოდ ოცნებობს სადმე წყნარ ადგილას გამგზავრებაზე, სადაც მოდუნებას, ფანჯარასთან მშვიდად ჯდომას, წიგნის წაკითხვას შეძლებს და დედისა და ცოლის მუდმივი მოვალეობისგან გათავისუფლდება; უბრალოდ, თვისი თავი იქნება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ