ბაირამ მამედოვის დაპატიმრებამ ჟურნალისტებსა და ოპოზიციას შორის დავა გამოიწვია " />

აზერბაიჯანელი აქტივისტი რომელსაც 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, ამბობს რომ აწამეს

ბაირამ მამედოვის დაპატიმრებამ ჟურნალისტებსა და ოპოზიციას შორის დავა გამოიწვია

მოძრაობა NIDA-ს აქტივისტი ბაირამ მამედოვი, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, საგამოძიებო იზოლატორში წამების გამო ჩივის.

მამედოვი 30 მარტს დააპატიმრეს – ეს ორ კვირაში მოხდა იქიდან, რაც მან ციხე ამნისტიის საფუძველზე დატოვა. ის პოლიციის დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულეს და უკვე რამდენიმე საათში, ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდეს.

• რას ნიშნავს აზერბაიჯანში ფრაზა „მსჯავრდებულია შვიდი წლით“?

• წერილები საპატიმროდან: თავისუფლება, პატიმრობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს საკითხი ეხება

მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ ის 2 აპრილს განიხილა და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. პროცესზე ბაირამ მამედოვმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა აწამეს.

ვინ არის ბაირამ მამედოვი?

2016 წელს, აქტივისტებს, ბაირამ მამედოვსა და გიას იბრაგიმოვს, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ანტისახელისუფლებო ლოზუნგი დაწერეს აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტისა და ახლანდელი პრეზიდენტის მამის, ილჰამ ალიევის ძეგლის კვარცხლბეკზე. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მათ სინდისის პატიმრები უწოდა. ორივე მათგანი 2019 წლის 16 მარტს, 399 ადამიანის შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდა, რომელთა შორისაც, დაახლოებით, 50 პოლიტპატიმარი იყო.

დაპატიმრება და წამება

ბაირამ მამედოვის თქმით, 30 მარტს, დაპატიმრების შემდეგ, მას სასტიკად სცემეს საგამოძიებო იზოლატორში. მან მოსამართლეს სისხლჩაქცევები აჩვენა და იმ ადამიანებზეც მიუთითა, ვინც ეს გააკეთა – ისინიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ სხდომის დამთავრების შემდეგ, კიდევ ერთმა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ცნობილმა ბლოგერმა, მეჰმან ჰუსეინოვმა განაცხადა. ამასთან, ბლოგერმა გადაიღო ვიდეო, სადაც კითხვაზე – „როგორ ხარ?“, ბაირამი პასუხობს: „ცუდად“.

კავკაზსკი უზელი“ წერს, რომ აპელაცია სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მაგრამ წამების შესახებ საჩივარი მიიღო.

ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების უფლება იზოლატორში იმ მიზეზით არ მისცეს, თითქოს, იქ დეზინფექცია ტარდებოდა.

ვინ არის დამნაშავე დაპატიმრებაში?

მამედოვის დაკავებამ, პრესასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის გაცხოველებული დავის პროვოცირება მოახდინა.

დაკავების დღეს, ბაირამ მამედოვმა ინტერვიუ მისცა სააგენტო Turan-ს, სადაც მოჰყვა იმ მოტივების შესახებ, რის გამოც, მასსა და ბიას იბრაგიმოვს ძეგლზე წარწერის გაკეთება მოუნდათ.

ნაწყვეტი ინტერვიუდან:

„-ისევ ისე მოიქცეოდით ძეგლთან დაკავშირებით, თუკი გეცოდინებოდათ, როგორ დაისჯებოდით ამის გამო?

– თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემ მიერ გამოვლილი ტანჯვა ბევრად უფრო დიდი ზომით დაბრუნდებოდა, მაინც ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე გავემართებოდი იქ, ძეგლთან, თვალდახუჭულიც კი. უბრალოდ, შემდეგ ჯერზე შევეცდებოდი, უფრო მეტი გამეკეთებინა, ვიდრე წინაზე მოვახერხე“.

სწორედ ეს გამონათქვამი მიიჩნია ბევრმა ახალი დაპატიმრების მიზეზად. მათ ჟურნალისტი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან თავისი კითხვით მოახდინა პროვოცირება და, პრაქტიკულად, „ფეხი დაუდო“ ბაირამს ისე, რომ არ უფიქრია მის უსაფრთხოებაზე.

ასეთ მოსაზრებას ემხრობა, მაგალითად, ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერი ილგარ მამედოვი:

„აზერბაიჯანში ბევრი ჟურნალისტი იქცევა ისე, თითქოს, დემოკრატიულ ან თუნდაც შედარებით თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს. მათ ეჩვენებათ, რომ აქვთ მორალური და პროფესიული უფლება, რეჟიმთან მებრძოლ ადამიანებს ნებისმიერი სახის შეკითხვა დაუსვან. მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში, ეს რესპონდენტს, შესაძლოა, თავისუფლების დაკარგვად დაუჯდეს“.

სწორედ ილგარ მამედოვი იქცა რამდენიმე ჟურნალისტის მთავარ სამიზნედ, რომლებიც ანონიმური კოლეგის დაცვას შეუდგნენ (ინტერვიუს ავტორის სახელი და გვარი არ ეწერა).

„თუ სიმართლის დასადგენად აუცილებელია დაბრკოლებების გადალახვა, ეს უნდა გაკეთდეს. ახალი ამბები არ იწერება და ინტერვიუები არ იღება იმის გამო, რომ პატივი სცენ პოლიტიკოსებს“, – დაწერა თავის ფეისბუკგვერდზე ჟურნალისტმა სევინჯ ვაგიფგიზმა.

მაგრამ ჟურნალისტთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ილგარ მამედოვის მხარე დაიჭირეს:

„ბაირამი პოლიტიკოსი არ არის, ახალგაზრდა აქტივისტია. მან გააკეთა ის, რაც არავის შეუძლია. ჩვენმა საზოგადოებამ კი რა გააკეთა? ის საჯიჯგნად მიაგდეს“, – დაწერა აინურ ჰეიდაროვამ.

[custom-related-posts title=”ამავე თემაზე” order_by=”title” order=”ASC” none_text=”None found”


ასევე წაიკითხეთ