ყარაჯალარი გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი, სადაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 24 ივლისს მკაცრი კარანტინი გამოცხადდა, გაიხსნა.
სოფელში მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა.
ყარაჯალარში გაფართოებული ტესტირება გუშინ დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, PCR-ტესტით შემოწმდა 1500-მდე ადამიანი. აქედან მხოლოდ ორი იყო დადებითი.
• როგორ ცხოვრობს 800 კაციანი ქორწილების გარეშე დარჩენილი მარნეული
• NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 42 ყარაჯალარში იყო გამოვლენილი.
კორონაპანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები ამ ეტაპზე საქართველოში არსად აღარ მოქმედებს.