აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი და სომხეთი მეზობელი ქვეყნებია, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტის გამო მათ დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ.

 

ოფიციალურ დონეზე სამთავრობო ურთიერთობები მათ შორის 1918-1921 წლებში დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სომხეთის პირველი და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები შეიქმნა.

ამის შემდეგ ორივე რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. 1988 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის პირას იყო, მთიან ყარაბაღში სიტუაცია გაუარესდა. ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რეგიონი იყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომეხი იყო. დაიწყო ყარაბაღის ომი, 1994 წელს კი ხელი მოეწერა ზავის ხელშეკრულებას.

 

თუმცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კონფლიქტი გაყინულად მიიჩნევა, ორი ქვეყნის საზღვრები ერთმანეთისთვის დახურულია, ურთიერთობები კი – დაძაბული.

 

ინტენსიური მოლაპარაკებები 2018-2019 წლებში ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გააქტიურდა, კერძოდ, გამოითქვა ერთობლივი ინიციატივა ”ხალხის მშვიდობისთვის მოსამზადებლად”, რომელიც ჯერჯერობით რეალურად ვერ განხორციელდა.

ფაშინიანის და ალიევის პირველი ოფიციალური შეხვედრის შეჯამება

ფაშინიანის თქმით, მხარეები ერთმანეთის პოზიციების გაგებას ცდილობენ, ალიევმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკების ფორმატი ისევ ძველებური იქნება

ყველაფერი აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სომხური სოფლის, ბერკაბერის შესახებ

„კურდღლებივით გვძინავს - გახელილი თვალებით, რათა სროლის შემთხვევაში ბავშვების შეკრება და სარდაფში გაქცევა მოვასწროთ“

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა