„ჩამოვედი, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ თურქეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი“ - ჩავუშოღლუ
6 ოქტომბერს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი ბაქოში ჩავიდა.
„აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს. აზერბაიჯანი მართალია როგორც სამართლებრივი, ისე მორალური თვალსაზრისით“, – აღნიშნა მან პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას.
• ცხოვრება ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანში. ფოტორეპორტაჟი
• მოსაზრება ერევნიდან: რას უნდა ველოდოთ ყარაბაღში დაპირისპირებიდან და არის თუ არა გამოსავალი
თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
„აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენო მთელ მსოფლიოს თურქეთისა და თურქი ხალხის მხარდაჭერა მშობლიური აზერბაიჯანისადმი… ჩვენ, როგორც თურქეთი და როგორც თურქი ხალხი, მზად ვართ აღმოვუჩინოთ აზერბაიჯანს მხარდაჭერა ნებისმიერ სფეროში, როდესაც არ უნდა დასჭირდეს“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ ალიევთან შეხვედრის დროს.
„აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს. აზერბაიჯანი მართალია როგორც სამართლებრივი, ისე მორალური თვალსაზრისით და იძლეოდა ამ სამართლიანი ბრძოლის შესახებ განმარტებებს ყველგან, ჩვენ, უფლის ნებით, გავაგრძელებთ ამას ერთად ველსა და მაგიდასთან“, – განაცხადა მან.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ჩავუშოღლუს ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „თქვენს ჩამოსვლას აზერბაიჯანისთვის ამ არც თუ ისე მარტივ დღეებში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის მოძმე ქვეყნის ღია მხარდაჭერის გამოვლინება. აზერბაიჯანელი ხალხი უღრმეს მადლობას უხდის მოძმე თურქ ხალხსა და მის პრეზიდენტს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„დღეს, ჩვენი ხალხები და მთელი მსოფლიო ხედავს, რას ნიშნავს თურქულ-აზერბაიჯანული ერთობა“, – დასძინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.
27 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წაიკითხეთ ჩვენ სპეციალურ ოპერატიულ ახალი ამბების გვერდზე.