აფგან მუხტარლი

Afgan Mukhtarli

აფგან მუხტარლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელმაც 2015 წლიდან, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, ოჯახთან ერთად თავი საქართველოს შეაფარა. ის თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა.

გატაცების მეორე დღეს მუხტარლი ბაქოში აღმოჩნდა, სადაც მას ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს. თავად ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ იგი თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. მას მოგვიანებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

17 მარტს მუხტარლი მოულოდნელად ციხიდან გაათავისუფლეს და სასწრაფოდ გერმანიაში გაამგზავრეს. მას აზერბაიჯანში ნათესავებთან შეხვედრის უფლებაც არ მისცეს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მას მხოლოდ სასჯელი შეუცვალა და ციხის ნაცვლად ქვეყნიდან გადასახლებით დასაჯა.

აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

ბაკიხანოვის ინტერესების დასაცავად მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოც“

ახალი დეტალები: შსს ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი "რუმსის" სახურავიდან ორი კვირის წინ გადმოხტა

ოფიციალური ვერსიით, ბაკიხანოვმა თავი მოიკლა. ეს ვერსია მის მეგობრებს არადამაჯერებლად ეჩვენებათ

Afgan Mukhtarli

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის

მუხტარლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის მის საქართველოში დაბრუნებას, რათა არ მოხდეს საქმის დამოუკიდებელი გამოძიება

video icon

აფგან მუხთარლი: მითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს გატაცებაში ქრთამი აიღო

ციხიდან გათავისუფლების შემსეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მის გატაცებაზე ჰყვება

აფგან მუხტარლი: მე ალიევის და ივანიშვილის ბიზნეს-ინტერესების მსხვერპლი ვარ

დეპუტატი მმართველი გუნდიდან ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მუხტარლის ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს

სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

«ვერ გაგვაჩუმებთ», - აღნიშნა ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე, მისთვის მიცემულ უკანასკნელ სიტყვაში

დაპატიმრებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი სასამართლომ ნათესავების გასვენებაზე არ გაუშვა  

მუხტარლის და, და ორი დისშვილი ახალი წლის წინა დღეს ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით გარდაიცვალნენ

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა