სომხეთში ერთ დღეში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსით ერთ დღეში ორი პაციენტი გარდაიცვალა.
10 აპრილს დილით გარდაიცვალა 72 წლის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
„მამაკაცს თნმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა -მაღალი არტერიული წნევა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა“, – დაწერა საკუთარ Facebook- გვერდზე სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ალინა ნიკოგოსიანმა.
კორონავირუსი კავკასიაში. სიახლეები კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ
ეპიდემია, საგანგებო მდგომარეობა ერევანში, როგორ გამოიყურება ეს. ვიდეო
ოდნავ მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მეთორმეტე პაციენტის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია. ტოროსიანის თქმით, მას ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები.
„ჩვენი მიზანია – სიკვდილობის დაბალი დონის შენარჩუნება. საავადმყოფოების ფონდისა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების რაოდენობის მხრივ, თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს. მაგრამ უარესი სცენარებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – თქვა მინისტრმა.
ახლა ქვეყანაში უკვე გარდაცვალების 12 შემთხვევაა, 937 ინფიცირებულია, და 149 – გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.