შსს: ზუგდიდში ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილის ვინაობა ცნობილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა და ის იდენტიფიცირებულია.
სამინისტრო მედიებსა და საზოგადოების ყველა წევრს მიმართავს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა ამ პირის ვინაობა, ან ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
21 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათსა და 20 წუთზე შეიარაღებული პირი შეიჭრა ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” შენობაში და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.
თავდამსხმელი ბანკის შენობაში 8 საათზე მეტ ხანს იმყოფოფებოდა. იგი ერთ-ერთი მძევლის დახმარებით დაუკავშირდა ტელეკომპანია “მთავარს” და თავისი მოთხოვნები გააცნო – ნახევარი მილიონი დოლარი, უიარაღო მომლაპარაკებელი და უსაფრთხოების გარანტიები.
საღამოს ათი საათისთვის, თავდამსხმელმა მიიღო მოთხოვნილი თანხა და ყველა მძევალი გაათავისუფლა სამის გარდა. სამ ადამიანთან ერთად, რომელთა შორის იყოს სამხარეო პოლიციის უფროსი, თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა და ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით მან ის სამი მძევალიც გაათავისუფლა, თავად კი, მიიმალა.