საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 851-მდე გაიზარდა, 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო უცნობია
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
13 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 851 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 702 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 14 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 1 კი სატვირთო მანქანის მძღოლია.
ახლად ინფიცირებულთაგა 5 ადამიანის დაინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის საქართველოში სულ 10 ადამიანის დაინფიცირების პირველწყაროს მოძიება ვერ ხერხდება.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- პირბადე, დამცავი ფარი და უკონდიციონერობა. 6 ივლისს საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
covid-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა კახეთში.
კორონავირუსით ინფიცირებული საგარეჯოში მცხოვრები 18 წლის ბიჭია. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ამჟამად ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიოლოგებმა საგარეჯოში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 18 ადამიანი მოიძიეს. ყველა მათგანი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.