საქართველოში კორონავირუსით 79 წლის ქალი გარდაიცვალა
79 წლის ქალი თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, დილის 9 სთ-ზე გარდაიცვალა.
4 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 28 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩიდან იყო. კაპანახჩში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე მივიდნენ, შემდეგ კი რელიგიურ დღესასწაულს დაესწრნენ.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი. ჯანდაცვის სამინისტრო წესებს აქვეყნებს
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.