საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 223 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19 დაუდასტურდა წყალტუბოს სათნოების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს. სათნოების სახლში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ წყალტუბოს სათნოების სახლის ინფიცირებული ბენეფიციარის კონტაქტების სია საკმაოდ დიდია და ამჟამდ მათი კვლევა მიმდინარეობს.
კახეთში კი კორონავირუსით ინფიცირებული ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმის 147 კონტაქტია მოძიებული. მათგან 62 ადამიანი covid-19- ზე გუშინ შეამოწმეს. კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
რატომ ინფიცირდებიან ექიმები უკრაინაში?
ყვარელში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.