საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა
28 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 573 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ახლად დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ის კარანტინში იმყოფებოდა. დანარჩენ ორს კი covid-19-ით დაავადებულთან ჰქონდათ კონტაქტი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, მაღაზიები და რესტორნები იხსნება – საქართველო შეზღუდვებს აუქმებს
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.