საქართველოში covid-19-ით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის ქალი იყო.
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 39 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
“მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია. პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები,” – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი. ჯანდაცვის სამინისტრო წესებს აქვეყნებს
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.