საქართველოში covid-19-ით 58 წლის ქალი გარდაიცვალა
ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
3 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 207 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილს ორმხრივ, მწვავე პნევმონიასთან ერთად მძიმე ბრონხული ასთმაც ჰქონდა.
თავდაპირველად მას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი რეანიმაციაში გადაიყვანეს.
საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
ის რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ეს covid-19-ით გარდაცვალების მე-9 შემთხვევაა საქართველოში.