საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ინფლაცია 10 პროცენტამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 9.9 პროცენტი შეადგინა. კონკრეტულად ივნისში კი, წინა წლის ივნისთან შედარებით ინფლაცია 0.7 პროცენტია.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, წლიური მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე არის 5. 8 პროცენტი.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით. ყველაზე რეკორდულად (47.1 პროცენტი) ზეთი და ცხიმი გაძვირდა. ყველაზე ნაკლებად (5.3 პროცენტი) ხორცს და ხორცპროდუქტებს მოემატა ფასი. წლის განმავლობაში 5.5 პროცენტით გაძვირდა პური, 10.6 პროცენტით რის პროდუქტები და კვერცხი, თითქმის 17 პროცენტით ბოსტნეული.
მნიშვნელოვნად (22 პროცენტით) გაძვირდა ფასები ტრანსპორტის და გადაადგილების მიმართულებით.
მოემატა ფასები კომუნალურ გადასახადებსაც – საცხოვრებელს, წყალს, ელ.ენერგიას, აირს. ამ ჯგუფში ფასების 10.5 პროცენტით გაიზარდა. კონკრეტულად ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 14 პროცენტით გაძვირდა.
_____________________________________________________________
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
_________________________________________________________
ინფლაციის გამოანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათაში შემავალი 306 დასახელების პროდუქტის მიხედვით, რომელთა წონები მოხმარების დონის მიხედვით განსხვავებულია.
შესაბამისად, ინფლაციის 9.9 პროცენტიანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 306-ვე პროდუქტზე ფასები საშუალოდ 9.9 პროცენტით გაიზარდა.
- ეს 306 პროდუქტი შემდეგ სასაქონლო ჯგუფებშია განაწილებული: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა;
- ჯანმრთელობის დაცვა;
- ტრანსპორტი;
- კავშირგაბმულობა;
- დასვენება, გართობა და კულტურა;
- განათლება;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.