ბაგა-ბაღები მუშაობას 1 ოქტომბრიდან განაახლებენ
ბაგა-ბაღები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოში 2 მარტიდან დაიკეტა, 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, 15 სექტემბრიდან მუშაობას განაახლებენ თეატრებიც.
2 სექტემბრიდან გაიხსნება მესტია და ლენჯერი, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო მოქალაქეების გასვლა და შესვლა 10 აგვისტოდან არის შეზღუდული.
• ერთჯერადი ფინანსური დახმარება ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის – მთავრობის სოციალური დახმარების მესამე ეტაპი
• სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, კლასებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით დაიწყება
საქართველოს სკოლებში კი სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, სკოლებს გარკვეული რეგულაციების შესრულება მოუწევთ.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, – წერს გახარია.