საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
საკანონმდებლო ორგანომ 29 სექტემბერს ცვლილებები 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.
ცვლილებები ეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და დეკრეტული შვებულების მამებისთვის დაშვებას, უხელფასო სტაჟირების მაქსიმალური ვადის 3 თვით განსაზღვრას, და ქალისა და კაცის თანაბარი შრომის ანაზღაურებას.
• ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
• საქსტატი: საქართველოში უმუშევრობა გაიზარდა
• მისტერ ძიძა: როცა ბავშვებს მამაკაცები ზრდიან
ასევე მიღებული იყო კანონი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექციის შესახებ, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებს და შრომის უფლებების მონიტორინგს ჩაიბარებს.