ოპოზიციის მიტინგი ბაქოში
დღეს საღამოს მიახსულის სტადიონზე, სავაჭრო ცენტრ Baku mall-ის უკან (ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე) ოპოზიციურმა ორგანიზაცია “ეროვულმა საბჭომ” გამართა მიტინგი, რომელიც ჩატარდა ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვით. “საპრეზიდენტო ხელისუფლების გაძლიერებისკენ მიმართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის, კორუფციისა და ხელისუფლების მიერ გატარებულ, ხალხის გამაღატაკებელ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ“. იგულისხმება რეფერენდუმი, რომლის ჩატარებაც 26 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ორგანიზატორები კანონის ჩარჩოებში მოქმედებდნენ – გაისმოდა წინასწარ შეთანხმებული ლოზუნგი (“გააუქმეთ რეფერენდუმი!”), მათთვის განკუთვნილი დრო იმყოფინეს და სტადიონის ტერიტორიიდან გადასვლა არ უცდიათ. მიტინგი მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა, რასაც არავინ ელოდა. სტადიონზე არამხოლოდ ოპოზიციონერები, არამედ უბრალოდ მოქალაქეებიც მრავლად იყვნენ. სხვადასხვა მონაცემით, მათი რიცხვი რვიდან 11 ათას ადამიანამდე მერყეობს.
პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის” ლიდერმა, ალი ქერიმლიმ აღნიშნა, რომ მომდევნო მიტინგი 17 სექტემბერს გაიმართება.
ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლების თქმით, მიტინგზე რაიმე უხეშ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
პარტია “იენი აზერბაიჯანის” აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, სიავუშ ნოვრუზოვმა კი განაცხადა, რომ ორგანიზატორებს უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ.
გამოქვეყნდა 11.09.2016