მარნეულში ქალებმა covid-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილი გაუთოხნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრებმა ქალებმა, ოჯახს, რომლის ყველა წევრიც ახლა COVID-19-ის გამო საავადმყოფოში იმყოფება, კარტოფილის ნაკვეთი გაუთოხნეს და მოსავალი შეუნარჩუნეს.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა 566 დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 184 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
UN Woman Georgia-ს ინფორმაციით, ინიციატივა ადგილობრივ ნაირა პაქსაძეს ეკუთვნის.
“სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”, – ამბობს ნაირა პაქსაძე.
- თბილისი კარანტინში: მანქანები მოძრაობენ, მაგრამ ქალაქი მაინც ცარიელია
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთა
ქალებმა მუშაობის დროს სოციალური დისტანციაც დაიცვეს.