ლევან ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.
ის საინვესტიციო საბჭოს 2020 წლის სექტემბრიდან უხელმძღვანელებს.
“შემიძლია ვთქვა, რომ საინვესტიციო ოფისს სექტემბრის ბოლოს გავხსნით. იქ ხელმძღვანელად ავირჩიეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა,” – თქვა ზელენსკიმ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობარი, ლევან ვარშალომიძე აჭარის 2004-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
- მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
- უკრაინული მიშა
- ბრიყვული და სამარცხვინო – ასე აფასებენ ექსპერტები თბილისის რეაქციას სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში
2015 წელს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დანიშნა.
ლევან ვარშალომიძე უკვე მეორე ქართველია, რომელიც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად 7 მაისს დანიშნა.